თბილისში, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე მოკლეს.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
რამდენიმე საათის წინ კესარია აბრამიძემ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც იგი მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფება.
- AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარია მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
. სანდოს წყაროს ინფორმაციით, მკვლელი მას სვანეთის ტურიდან გამოჰყვა.
შსს-ში აცხადებენ, რომ 37 წლის ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის სახლში სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
“ამბობენ, რომ სწორედ ეს “სთორი” შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი” – ამბობს წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს