“ეს ქართველები მართლაც …. ” – ნახეთ, რა კომენტარს აკეთებს კონორ მაკგრეგორი მერაბ დვალიშვილზე

September 15, 19:59
0
512

კონორ მაკგრეგორმა ქართველებზე დადებითი სიტყვებიც არ დაიშურა.

“ეს ქართველები მართლაც დაუფასებლები არიან და დიდწილად უცნობი ხალხი, მაგრამ ბევრი წარმოუდგენელი მოჭიდავე და გრეპლერი სწორედ აქედან მოდის. რა თქმა უნდა, კარგი მოჭიდავეები. ეს ბიჭი მერაბი დიდი პატარა მებრძოლია!” -წერს მაკგრეგორი საკუთარ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მერაბმა  საჩემპიონო ქამარზე შონ ომალი დაამარცხა!.

Cesko