რამდენს გამოიმუშავებენ პარასპორტსმენები პარიზის პარალიმპიადაში მოპოვებული მედლებისთვის?

0
738
107 Views

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურმა თამაშებმა სტარტი 28 აგვისტოდან აიღო. სხვადასხვა სინჯის მედლების მისაღებად 23 სხვადასხვა დისციპლინაში 4400 პარასპორტსმენი იასპარეზებს, ოლიმპიადის დახურვის ცერემონია კი 8 სექტემბერს გაიმართება.

ისევე როგორც ოლიმპიადის შემთხვევაში, პარალიმპიადის საერთაშორისო კომიტეტი შეჯიბრებაში გამარჯვებულ სპორტსმენებს პრიზის სახით თანხას არ გადასცემს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანა მედლის მფლობელ ათლეტებს სხვადასხვანაირად აჯილდოებს.

პარალიმპიადის ეროვნულ კომიტეტებზე, სპორტულ ასოციაციებსა და ლოკალურ ანგარიშებზე დაყრდნობით, პარასპორტსმენები ყველაზე მეტს სინგაპურში გამოიმუშავებენ, ყველაზე ნაკლებს კი – ავსტრალიაში.

ქვეყანა ოქროს მედალი ვერცხლის მედალი ბრინჯაოს მედალი
სინგაპური $380,000 $230,000 $115,000
ისრაელი $273,000 $192,000 $137,000
მალაიზია $230,000 $70,000 $23,000
ჰონგ-კონგი $192,000 $96,000 $48,000
ესპანეთი $105,000 $54,000 $34,000
საფრანგეთი $89,000 $45,000 $22,000
ბრაზილია $45,000 $18,000 $9,000
სამხრეთ კორეა $47,000 $26,000 $14,000
აშშ $38,000 $23,000 $15,000
გერმანი $22,000 $17,000 $11,000
იაპონია $21,000 $14,000 $7,000
კანადა $15,000 $11,000 $7,000
ავსტრალია $13,000 $10,000 $7,000

ჩამოთვლილი ქვეყნების უმრავლესობა საკუთარ პარასპორტსმენებს იმავე ოდენობის თანხით ასაჩუქრებს, რაც პარიზის ოლიმპიადის მედალოსნებმა მიიღეს. თუმცა მაგალითად, იაპონიაში, პარალიმპიელი ოქროს მედალოსნები იმაზე 2 მილიონი იენით ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულებმა მიიღეს.

ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ჰონგ-კონგისა და სინგაპურის პარალიმპიური კომიტეტების მიერ გაცემულ საპრიზო თანხებშია. მართალია, ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიადის შემდეგ ჰონგ-კონგში პრიზიორთა ჯილდო თითქმის გაორმაგდა, ის კვლავ ჩამორჩება ოქროს მედალოსნების მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებულ ბონუსებს.

სინგაპურის პარასპორტსმენები კი ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვების შემთხვევაში კომიტეტისგან ზუსტად იმის ნახევარს მიიღებენ, რაც ოლიმპიადის მონაწილეებმა გასულ თვეს. როგორც სინგაპურის მინისტრი განმარტავს, საპრიზო კატეგორიებში განსხვავება ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებზეა დამოიდებული, რომელთა დაფინანსება და სპონსორები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

საქართველოს მთავრობის მიერ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობა მილიონ ლარს აღწევს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნებმა კი, შესაბამისად, ნახევარი მილიონი და 250 ათასი ლარი მიიღეს. ამასთან, ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც მედალი არ მოუპოვებია, მთავრობისგან 50 ათასი ლარი გადაეცა.

Cesko