მეტროში შავებში ჩაცმული მამაკაცი იდგა, უცებ ერთი ბებოც შემოვიდა.. მთელი ვაგონი გაოგნებული იყო შემდეგ ისეთი რამ მოხდა,თვალებს ვერავინ უჯერებდა…

0
4927
93 Views

საქართველოში სიკეთის დეფინიცია ჯერ კიდევ კარგად იციან და კეთილი ადამიანებიც, რომ ბევრი გვყავს ეს არაერთხელ დამტკიცებულა.

ბევრი ამბობს, რომ ქართველებმა ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და მხარდაჭერა დავკარგეთ, თუმცა მომხდარი ფაქტები ამის საპირისპიროს ამტკიცებენ.

ერთ-ერთი მოქალაქე სოც.ქსელში საკმაოდ ემოციურ ისტორიას გვიზიარებს, რომელიც მის თვალწინ განვითარდა.

“ერთ დილაა, სამსახურში მივდივარ, როგორც ყოველი დილა თენდება ხოლმე მოკლედ, მსგავსი. შევდივარ მეტროს ვაგონში და ველოდებით დაძვრას. ახმეტელზე ვარ. ხოდა ვაგონში ერთ ბებო შემოდის, დახმარების თხოვნით. აი ხომ იცით უკვე რამდენი დადის ასე და ბევრს უკვე ვცნობთ კიდეც, უკვე არაერთხელ, რომ გვყავს ნანახი, თუმცა აი ამ ბებოს თვალებში სულ სხვა ტკივილი ჩანდა. შვილი ჰყავდა ავად და როგორ აღვწერო მისი ვიზუალი არ ვიცი. ულამაზესი ქალბატონი იყო, უმძიმესი ტკივილით სავსე თვალებით და უკვე ცხოვრებისგან დაღლილი ხმით საუბრობდა. დახმარებას მეტროში ბევრი ითხოვს, მაგრამ ის, ისსს განსხვავებული იყო…”

“ერთ შავებში ჩაცმული მამაკაცი იდგა კართან, ბებო გააჩერა, ასლარიანი ამოიღო და გაუწოდა. ასლარიანთან ერთად მისცა ქაღალდი და უთხრა – “ბებო აქ ჩემი ნომერია, თუ შეძლებ რამენაირად დამირეკე და დანარჩენს უკვე შემდეგ მივხედოთო, ამ ეტაპზე ეს გქონდესო”, – რამდენიც იქ ბებომ ის მამაკაცი ლოცა, უბრალოდ ზეემოციური იყო იქაურობის ხილვა. მოდი ქართველებო მუდამ ვაკეთოთ სიკეთე, იმის მერე იმ ბებოს როგორ შეეცვალა ცხოვრება არავინ იცის…”, – წერს მოქალაქე

Cesko