ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო, რესტორანში იმშობიარა და ბავშვს საკვები ობიექტის სახელი დაარქვა

0
327
97 Views

ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო, რესტორანში იმშობიარა და ბავშვს საკვები ობიექტის სახელი დაარქვა. მშობიარობა ნაადრევი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფერმა უსაფრთხოდ ჩაიარა. შემთხვევა არკანზასში  მოხდა – დედა, ტაივია ვუდფორკი რესტორანს ოჯახთან ერთად სტუმრობდა. საკვები ობიექტის სახელწოდება, რომელიც მოგვიანებით ახალშობილის სახელიც გახდა, Golden Corral-ია.

„ახლაც გაოცებული ვარ, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ორსულად ვიყავი. ჭამისას მოულოდნელად მუცლის ტკივილი ვიგრძენი. დედაჩემს ძალიან შეეშინდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ჯერ კიდევ ყველა ცდილობდა, გაერკვია, თუ რა მოხდა, როდესაც ექიმების ხმა მომესმა: დაიბადა, ყველაფერი კარგადაა. გარშემო ხალხი ტაშს უკრავდა”, – იხსენებს ტაივია.

ტაივიასთვის გოლდენ ქორალი მეორე შვილია, მას 2 წლის ბიჭი ჰყავს. რესტორნის პერსონალისა და იქ მყოფთა პატივისცემის ნიშნად, მან ადგილზევე გადაწყვიტა, ახალშობილისთვის რესტორნის სახელი შეერჩია. ამბავი პირველად სწორედ კვების ობიექტმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაასაჯაროვა.

„ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ნამდვილად ვამაყობთ, რომ ახალშობილის დაბადებაში დიდი როლი ვითამაშეთ. არავითარი პატივი არ შეედრება იმ გადაწყვეტილებას, რომ ტაივიამ ბავშვს ჩვენი რესტორნის სახელი შეურჩია”, – ვკითხულობთ მათ ოფიციალურ განცხადებაში.

Cesko