“14 წლის გარდაიცვალა, მაგრამ უკვე ძალიან კაცი იყო, რომელიც ბოლომდე იბრძოდა” – რას იხსენებს ეკა კახიანი ოჯახურ ტრაგედიაზე

0
1180
85 Views

მომღერალმა, ეკა კახიანმა, გადაცემაში “სტუმრად ნოესთან” თავისი ოჯახის ტრაგედია გაიხსენა. როგორც მომღერალი იხსენებს, მას 14 წლის ძმა ჰყავს გარდაცვლილი.

“ტრაგედია და უბედურება ეს არის.. ადამიანები ისეთ რაღაცებზე იწყებენ ტირილს, განიცდიან, ის რატომ არ მაქვს.. აი, ეს არის ნამდვილი უბედურება ოჯახში… და მე ეს ვიცი, რაც არის. ამის ფონზე სხვა პრობლემები დიდი ხანია ძალიან გაუფერულდა.

სულ ვფიქრობ, როგორი კაცი გაიზრდებოდა… ექნებოდა ყველაფერი საუკეთესო, რაც ჩემს მშობლებს ჰქონდათ. გარეგნობა, ნიჭი, ხასიათი… 14 წლის გარდაიცვალა, მაგრამ უკვე ძალიან კაცი იყო, რომელიც ბოლომდე იბრძოდა და ვაჟკაცურად იდგა დ ასე შეხვდა თავის ავადმყოფობას.

დაბადების დღე ჰქონდა იმედას, ლადო ძალიან ცუდად იყო და იმედას უთხრა, რომ გაშალე სუფრა და დაუძახე შენს ძმაკაცებსო. იმედამ უთხრა, არ ვიციო. ამაზე ლადომ, რაო? წავაგეთო? დაუძახე ყველას და ვიქეიფოთ მაგრადო, ყველაფერი მაგრად იქნებაო“ და რა ვიცი… ასეთი საოცარი ბიჭი იყო.. ძალიან მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კარგი კაცი, კარგი ქართველი იქნებოდა. ერთი კარგი ქართველი ლადო კახიანი დაკარგა ნამდვილად ჩვენმა ქვეყანამ“, – ამბობს ეკა კახიანი.

Cesko