„მერაბ დვალიშვილს სასტიკად დავანოკაუტებ და სანამ მსაჯი მოვა, რამდენიმე დარტყმას კიდევ დავამატებ… ამის შემდეგ ზედა წონაში ავალ და თოფურიასაც გავთიშავ“ – შონ ო’მალის მორიგი სკანდალური განცხადება

0
336
78 Views

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ამერიკელმა შონ ო’მალიმ მერაბ დვალიშვილთან დაგეგმილ ჩხუბზე მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა:

„მერაბ დვალიშვილს სასტიკად დავანოკაუტებ, მერე კი სანამ მსაჯი მომიახლოვდება, რამდენიმეჯერ კიდევ დავარტყამ. ამის შემდეგ ზედა წონაში ავალ და თოფურიასაც გავთიშავ“,– წერს იგი ინსტაგრამზე.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი და შონ ო’მალი UFC 306-ის ფარგლებში ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ იჩხუბებენ და მათი დაპირისპირება 14 სექტემბერს (თბილისის დროით, 15 სექტემბერს) არის ჩანიშნული.

ბოლო ბრძოლა ო’მალიმ 2024 წლის მარტში UFC 299-ზე გამართა, სადაც შარლონ ვერა დაამარცხა. მის ანგარიშზე 18 გამარვება და 1 მარცხია.

დვალიშვილი ბოლოს ოქტაგონზე 2024 წლის თებერვალში, UFC 298-ზე გამოვიდა, როცა ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

საერთო ჯამში მერაბს 17 გამარჯვება და 4 მარცხი დაუგროვდა.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Championship Rounds (@champ.rds)

Cesko