ლეიკემიით დაავადებული, 15 წლის მარიამ გოგიაშვილის დედა, რუსკა ხუციშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“ხალხო, ბავშვს მიკლავენ იაშვილში. არ მაძლევენ უფლებას თურქი ექიმის ჩაერთოს. უკვე ორი დღეა აქ არის და ვერაფერს ვაკეთებთ”, – წერს რუსკა ხუციშვილი და შემდეგ კომენტარებში უფრო დეტალურად ყვება არსებული ვითარების შესახებ:
„ხალხო, 10500$ გადავიხადეთ ჩამოვიყვანეთ თურქი ექიმი და არ აძლევენ არაფრის უფლებას წამლებიც ჩამოიტანა და ტოქსიკურიაო გაიძახიან. ეს მაკა თევზაძე ვინ არის, ვინ მფარველობს? გვეკაიფება ირონიული სახით. დილით სხვას ამბობს, საღამოს ცვლის. ბავშვი მომაკვდავი მიწევს და სიცილით მელაპარაკება. ვაიმეე, ჩემს მეტი მტერი არ ეყოლება ამათ. ბავშვი გამოიყვანონ მდგომარეობიდან როგორც უნდათ, როგორც დამიმძიმეს, ისე გამოიყვანონ აპარატები აქვთ და ხმარება არ იციან. ეს რა ექიმები არიან,” – დაწერა რუსკა ხუციშვილმა.