მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში, სავარაუდოდ, ტყვია მოხვდა, მისი მდგომარეობა მძიმეა

August 2, 16:29
0
415

მარნეულში 4 წლის ბავშვმა კეფის არეში, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღის ტყვიით მიიღო დაზიანება.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარნეულის კლინიკიდან თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

ბავშვის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო, თუმცა მარნეულის კლინიკის ექიმების თქმით, სამედიცინო კვლევებით გაირკვა, რომ არასრულწლოვანს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში Newshub.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

Cesko