„აქ თურმე, რა ამბები ტრიალებს…” – ნატალია ყიფშიძის და ირაკლი კვირიკაძის პიკანტურმა ფოტომ სოცქსელი დაიპყრო

0
3826
563 Views

სახიობ ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, გიორგი ყიფშიძის ქალიშვილი, მსახიობი ნატალია ყიფშიძე 27 ივლისს იუბილარი იყო. იგი 23 წლის გახდა.

მან დაბადების დღე მეგობრებთან და დედასთან ერთად აღნიშნა. წვეულებიდან კადრები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თავად ნატალიამაც სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც დაბადების დღე შეაჯამა და გამომწერებს ემოციები გაუზიარა.

„23 წლის გავხდი. არ მეგონა რომ ამ ასაკამდე ამდენი უცნაური გამოცდილებით მოვიდოდი და ასე რადიკალურად შევიცვლიდი პრიორიტეტებს. ვუსურვებ ნატალიას გულწრფელ ღიმილს და სწორ ადრესატებს. ასევე მინდა ვუსურვო ვარდისფერი სათვალის შენარჩუნება და მისი საჭირო დროს მოხსნის შესაძლებლობა ხშირად არ გეუბნები და ახლა შეგახსენებ რომ ვამაყონ შენით”, – წერს ნატალია.

მან ასევე გამოაქვეყნა კადრები დაბადების დღიდან, ერთ-ერთმა ფოტომ ი გამომწერების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ფოტო, რომელმაც სოცქსელი დაიპყრო ნატალია ყიფშიძე მსახიობ ირაკლი კვირიკაძესთან ერთად არის.

„აქ რა ხდება!?”,

„თქვენ ერთად ხართ?”,

„აქ თურმე რა ამბები ტრიალებს”

„არადა სერიალში არაფერი გეტყობოდათ ერთად ყოფნის”,

„როდის მოასწარით?”. – წერენ კომენტარებში.

ნატალია არც ერთ კომენტარს არ პასუხობს და ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტად წყვილი ჩანს ფოტოში თუ უბრალოდ კოლეგები.

Cesko