ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა

July 25, 15:15
0
990

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ბობოყვათში.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულია 11 ადამიანი. შემთხვევის შედეგად მგზავრებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

Cesko