ავარია ქედაში – დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

July 25, 11:24
0
268

ქედაში, სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

Cesko