როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

0
229
28 Views

როგორია ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

“ამ კვირაში, 22-დან 28 ივლისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შუადღის საათებში, შესაძლებელია იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოზე იმოქმედებს შედარებით გრილი, ნოტიო ჰაერის მასები, რაც გამოიწვევს ჰაერის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლებას და ნალექს.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – 25 ივლისამდე 33-35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 25-26 ივლისს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებზე იმოქმედებს შედარებით გრილი ჰაერის მასები და ტემპერატურა დაიკლებს 3-4 გრადუსით. ეს დედაქალაქსაც ეხება და კახეთის რეგიონს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს – ცალკეულ რაიონებში, შუადღის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს ელჭექთან ერთად და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შენარჩუნდება 35-36 გრადუსი.

რაც შეეხება დედაქალაქს – დასავლეთიდან შემოჭრილი ცივი, ნოტიო და თბილი ჰაერის მასებმა, შესაძლოა, დედაქალაქში ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე ხასიათის წვიმა გამოიწვიოს.

29 ივლისიდან გამოიდარებს მთლიანად საქართველოში და ტემპერატურაც მოიმატებს,” – განაცხადა დოდო გვაზავამ.

დოდო გვაზავას თქმით, არ არის მოსალოდნელი, რომ ნალექმა ქვეყანაში პრობლემები შექმნას.

“ამჟამად ჰაერი გამოშრა. აორთქლებადობა არ უწყობს ხელს, რომ მძლავრი სასეტყვო და საელჭექო ღრუბლები გაჩნდეს, რომელსაც თან ახლავს ზოგჯერ ქარის გაძლიერებაც,” – აცხადებს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, აგვისტოს დასაწყისში, საქართველოს მასშტაბით, 35-36 გრადუსია მოსალოდნელი. მანვე აღნიშნა, რომ შარშან, იმავე პერიოდში, ტემპერატურამ 38-39 გრადუსს მიაღწია.

დღევანდელი ამინდის პროგზონი ქალაქების მიხედვით ასეთია: გაგრა+30, სოხუმი+31, ზუგდიდი+32, მესტია +23 , ფოთი+30 , ბათუმი +30 , ოზურგეთი +31 , ქუთაისი +32 ამბროლაური +30 , ახალციხე +28 , ბორჯომი +25,ბაკურიანი +22 , გორი +31 , ცხინვალი +28 , სტეფანწმინდა +21 , გუდაური +17 , თელავი +28, რუსთავი +33 , თბილისი +31.

Cesko