126 Views
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბრალდებული ბექა ჯაიანის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. ამბობს, რომ კესარიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა, რა დროსაც გაიგო, რომ ქალი მის შვილს ცოლად მოჰყავდა.
“ეს იყო შოკი ჩემთვის, მინდა მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო. დღეს შვილს არავის უნდა უკლავდნენ.მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას. რაც არ უნდა ყიფილიყო, სიცოცხლის გამოსალმებას არაფერი ამართლებს. მკვლელი უნდა დაისაჯოს. ბექასგან მიკვირს რომ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა, მას გამართლება ნამდვილად არ აქვს.
ძალადობაზე არაფერი ვიცოდი, მას (კესარიას) უნდოდა, რომ ბექას ცოლად მოეყვანა” – განაცხადა ბრალდებულის დედამ.