პარლამენტარი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ბოროტებაა, როცა ქალების ფეხბურთის წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი კაცი ფეხბურთელი ამბობს, რომ “ფეხბურთი ქალების საქმე არ არის”.
იმის მაგივრად, რომ სპორტის პოპულარიზაციას ეწეოდეს, უაღრესად დიდ სისულელეს ამბობს და ქართველი ფეხბურთელი გოგოების წარმატებაზე სექსისტური ამრეზით ლაპარაკობს.
ჩვენც არ გვაინტერესებს ფუტურო კაცების “სიბრძნეები” და პოლიტიკა, ზოგადად, ტვინცარიელების საქმე უფრო არ არის.”
შეგახსნებთ, სოციალურ ქსელში გაგრცელდა გიორგი გველესიანის ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მისი აზრით, ფეხბურთი ქალების საქმე არ არის და არ უყურებს ქალთა თამაშებს. თუმცა, მოხარული იქნება, თუ ქალთა ფეხბურთი განვითარდება. სავარაუდოდ, ხატია დეკანოიძე სწორედ მის სიტყვებს გამოეხმაურა.