21 Views
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის შესახებ მეორე სამშვიდობო სამიტი რუსეთისთვის მიუღებელ მიდგომებს მოიცავს.
„უკრაინის მეორე „სამშვიდობო სამიტი“ შეიცავს მიდგომებს, რომლებიც მიუღებელია რუსეთისთვის და მრავალი სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებით. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას გააკეთებენ „სამშვიდობო სამიტის“ მეორე რაუნდის მონაწილეები, ასე თუ ისე, ყველამ ჩამოაყალიბა ცალმხრივი მიდგომები, ჩვენთვის სრულიად საწინააღმდეგო“, – განაცხადა ლავროვმა.