სელფის გადაღებისას ტურისტი ვეზუვის მთის ვულკანის კრატერში ჩავარდა და გადარჩა – დეტალები

0
83
27 Views

ტურისტი სელფის გადაღების დროს, ვეზუვის მთის კრატერში ჩავარდა. როგორც ჩანს, ის აკრძალულ ადგილზე მოხვდა. შემთხვევა 2022 წლის ზაფხულში მოხდა. 

მიუხედავად იმისა, რომ იტალიურმა მედიამ აკრძალული ზონის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახთან ერთად მაინც ეწვია აკრძალულ ადგილს. სწორედ აქ, ვულკანის წვერზე სცადა სელფის გადაღება, რა დროსაც ტელეფონი გაუვარდა, კრატერიდან მობილურის ამოღების მცდელობისას კი ფეხი დაუცდა და თავად ჩავარდა.

მამაკაცის გადასარჩენად გამოიძახეს სამაშველო ჯგუფი და ვერტმფრენი. დაშავებული ტურისტი საბედნიეროდ ცოცხალი გადარჩა, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

ცნობისთვის, არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2011-დან 2017 წლამდე სელფის გადაღებით 259 ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვალების მიზეზი 137 ცალკეული ინციდენტი იყო და დაღუპულთა საშუალო ასაკი 23 წელი – ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვეზუვის მთაზე ბოლო ინციდენტმა,- ნათქვამია სტატიაში.

Cesko