33 Views
კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის კონტაქტი არ ყოფილა.
„არა, ის არ დაკავშირებია და არანაირი კონტაქტი არ იგეგმება“, – განაცხადა პესკოვმა.
მკვლელობის მცდელობაზე საუბრისას პესკოვმა თქვა, რომ კრემლმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ინფორმაციისთვის, ტრამპს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იგი დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე მძიმედ დაშავდა. თავად თავდამსხმელი კი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.