„ვიცოდით, რომ ეს იყო მოსალოდნელი, „დიფ სთეითს“ მისი მოშორება უნდა“ – ჯექსონ ჰინკლი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე

0
132
17 Views

ამერიკელი ჟურნალისტი ჯექსონ ჰინკლი აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება.

როგორც ჰინკლი აღნიშნავს, The Deep State-ს ტრამპის მოშორება სურს და ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა მოსალოდნელი იყო:

„ვიცოდით, რომ ეს იყო მოსალოდნელი. „დიფ სთეითს“ მისი მოშორება უნდა“ – აღნიშნავს ჯექსონ ჰინკლი.

 

რა არის The Deep State?

The Deep State (გლობალური საიდუმლო ორგანიზაცია) – ხელისუფლების ტიპი, რომელიც შედგება ძალაუფლების პოტენციურად საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებისგან, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად. პოპულარულ გამოყენებაში, ტერმინი ახასიათებს უმეტესად უარყოფით კონოტაციებს.

რა არის The Deep State-ის მიზანი?

ტერმინი The Deep State გამოიყენება იმ იდეისთვის, რომ სახელმწიფოში არსებობს პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მუშაობენ ერთობლივად, რათა ფარულად მოახდინონ მანიპულირება სახელმწიფო პოლიტიკაზე და ძირი გამოუთხარონ არჩეულ ლიდერებსა თუ პოლიტიკურ ფიგურებს. ამ ადამიანებს შესაძლოა, ჰქონდეთ თანამდებობები როგორც სამხედრო, ისე დაზვერვის სფეროებში.

„დიფ სთეითი“ ფედერალური მთავრობის წევრების (მეტწილად, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) ფარული ქსელია, რომელიც მაღალი დონის ფინანსურ და ინდუსტრიულ სუბიექტებთან და ლიდერებთან ერთად მუშაობს, რათა ძალაუფლება განახორციელოს შეერთებული შტატების არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, თუ მის წიაღში.

საიდან იღებს სათავეს The Deep State?

ტერმინი „დიფ სთეითი“ 1990-იან წლებში წარმოიშვა, როგორც თურქეთში სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი „საიდუმლო მმართველობის“ ნიმუში, თუმცა შემდგომში, მისი გამოყენება ამერიკის მთავრობის მისამართითაც დაიწყო, მათ შორის, ობამას ადმინისტრაციის დროს.

თუმცა, ამ თეორიამ ფართო აღიარებას მიაღწია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, რომელიც მიუთითებდა, რომ სავარაუდოდ არსებული „დიფ სთეითი“ მისი და მისი ადმინისტრაციის დღის წესრიგის წინააღმდეგ მუშაობდა.

ამ ტერმინის გამოყენების პრეცედენტები 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს, მათ შორის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კონცეფციასთან მიმართებით, რომელიც წარმოადგენს გენერლებისა და თავდაცვის კონტრაქტორების შეთქმულებას, რომელიც ქვეყანას გაუთავებელ ომებში ითრევდა.

2017 და 2018 წლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკელების დაახლოებით ნახევარს სჯერა ქვეყნის შიგნით „დიფ სთეითის“ არსებობის.

„დიფ სთეითი“ არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ იდეის აღსანიშნავად, რომ მთავრობის შიგნით ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს ხელისუფლების პოლიტიკაზე საიდუმლოდ მანიპულირების მიზნით და არჩეული ლიდერებისა თუ თანამდებობის პირებისთვის ძირის გამოსათხრელად. ამ ადამიანებს შეუძლიათ, თანამდებობები დაიკავონ სამხედრო ან დაზვერვის სფეროებში, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვა სფეროებში, როგორიცაა მაგალითად, ბიუროკრატიული სააგენტოები.

ამ ადამიანების ერთობლიობა, როგორც წესი, შედგება სამთავრობო ან სამხედრო უწყებების გავლენიანი წევრებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართული არიან სამთავრობო პოლიტიკაზე საიდუმლო მანიპულაციებსა თუ კონტროლში.

„დიფ სთეითი“ და მისი პოლიტიკა, რომელიც ექსტრემისტულ იდეოლოგიას ასაზრდოებს, შესაძლოა შეშფოთების რეალურ საფუძველს წარმოადგენდეს.

„დიფ სთეითი“ არის ხელისუფლების ტიპი, რომელიც შედგება ძალაუფლების პოტენციურად საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებისგან, რომლებიც, საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად, სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. პოპულარულ ენაზე, ტერმინი უმეტესად, უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ტერმინის „დიფ სთეითი“ ძირითადად გამოიყენებოდა შეერთებულ შტატებში ფესვგადგმული ბიუროკრატების ან საჯარო მოხელეების „მუდმივი ხელისუფლების“ აღსაწერად, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უთანხმოების შემთხვევაში, საკუთარი სააგენტოების მანდატებითა და კონგრესის წესდების შესაბამისად იწყებს მოქმედებას.

Cesko