„ახლა ჩვენ ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ უნდა დაარტყას რუსეთს“, – ამის შესახებ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩასულმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
როგორც ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშკარაა, რომ რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელია, ამიტომ რუსებს უნდა დაარტყან მაშინ, როდესაც მათ შეძრწუნებულებს დაინახავენ.
„ახლა აშკარაა, რომ უკრაინელი ხალხის ერთგულების წყალობით, რუსი სამხედროების შეტევა დონბასში მარცხდება. ახლა ჩვენ ვხედავთ მომენტს, როდესაც თქვენ, მეგობრებო, უნდა დაარტყით რუსებს, როდესაც მათ უკვე დაიწყეს შეძრწუნება“, – აღნიშნა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ პუტინის ჯარები უკვე დაიღალნენ, რომ მათი დანაკარგები კოლოსალურია, რომ მიწოდების ჯაჭვები ამოწურულია და რომ ამის საფასურს რუსები ძვირს იხდიან: „ჩვენ გვესმის, რომ რუსი დედები ტირიან, ახლა…“, – აღნიშნა ჯონსონმა.
„ვფიქრობ, ახლა არ არის დრო, რომ რაღაც წვრილმანი შერიგების გეგმა გამოვიდეს. თქვენ არ შეგიძლიათ მოლაპარაკება იმ ადამიანთან, რომელსაც უნდა ქუჩაში თავდასხმის დროს, საფულესთან ერთად სიცოცხლე წაგართვათ. მთავარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება“, – განაცხადა ჯონსონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ომი მხოლოდ ერთი გზით დასრულდება: უკრაინა გაიმარჯვებს და ბრიტანეთი ყოველთვის იქნება იქ.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონი კიევში დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩავიდა.
ბრიტანეთის პრემიერი კიევში ჩავიდა – ზელენსკიმ ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა