აშშ 2026 წლიდან გერმანიაში შორი მოქმედების იარაღის განთავსებას დაიწყებს

0
105
25 Views

ამერიკის შეერთებული შტატები 2026 წლიდან გერმანიაში შორი მოქმედების რადიუსის მქონე იარაღის განთავსებას დაიწყებს. ამის შესახებ აშშ-ისა და გერმანიის მთავრობების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„შეერთებული შტატების არმიის მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფი 2026 წლიდან გერმანიაში თავისი შორი მოქმედების იარაღის განთავსებას დაიწყებს, რაც ამ შეიარაღების გრძელვადიანი განლაგების გეგმის ნაწილი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ მომავალში გერმანიაში გამოჩნდება ისეთი სახეობის იარაღი, როგორიცაა SM-6, Tomahawk-ი და ზებგერითი იარაღი. მათ გაცილებით მეტი მოქმედების რადიუსი აქვთ, ვიდრე ევროპაში ახლა არსებული იარაღი.

ახალი ტიპის იარაღის განთავსება ევროპაში აჩვენებს აშშ-ის ნატო-სადმი ერთგულებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Cesko