“რა დამართეთ ბათუმს, თქვე გაუმაძღრებო”, – რას წერს ჟურნალისტი

0
102
41 Views

ჟურნალისტმა ნაზიბროლა რეხვიაშვილმა ბათუმში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

“ბათუმი ხომ მთისა და ზღვის ჰაერის შერწყმით იყო უნიკალური?

ბათუმის ბუნებრივი ვენტილაცია ხომ ქმნიდა ადამიანებისთვის მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს?

ჰოდა ჩაბეტონებამ დედა უტირა ქალაქს.

აღარც საცხოვრებლად და აღარც დასასვენებლად აღარაა მიმზიდველი.

ბათუმში ბინებზე მაღალი მოთხოვნა დიდხანს არ გაგრძელდება, ისეთი გაუსაძლისი გარემოა. 

მხოლოდ ბეტონი-მანქანა-ბეტონი-მიტაცებული ტროტუარი-მანქანა-ბეტონი-მიტაცებული ტროტუარი-ჩაბეტონებული სკვერი -კვლავ ბეტონი… და ასე გრძელდება დაუსრულებლად… 

ჟანგბადი აღარ დარჩა და სუნთქვაც კი შეუძლებელია 

რა დამართეთ ამ ქალაქს, გაუმაძღრებო, თქვენი კონდიციონერიანი მანქანებიდან და ოფისებიდან არ იგრძნობა, ხო?

დამნაშავეები ხართ ყველა, ნებართვების გამცემიც და მიმღებიც!”

Cesko