“მიყვარს ჩადრით მოსიარულე ქალები, პატიოსნება და წესიერება” – რას ნატრობს გივი სიხარულიძე

0
174
191 Views

გივი სიხარულიძე: მე ევროპული ღირებულებების მატარებელი კაცი არ ვარ, მეტიც – ჩემი ბუნებით, აზიელი ვარ და არა – ევროპელი: აზიური მენტალიტეტი და აზიური ხასიათი მაქვს, ამიტომ, ევროპაში შევალთ თუ არა, დიდად არ მაღელვებს.

იცით, ყველაზე მეტად რა მადარდებს? – ჩემი სამშობლოს ბედი. თუ ჩემი სამშობლოსთვის ეს სტატუსი კარგი იქნება, მივესალმები, მთავარია, ჩემს ხალხს და ქვეყანას რა სიკეთეს მოუტანს. მე მიყვარს ეს ქვეყანა, რომელიც აზიურია, მიყვარს ჩადრით მოსიარულე ქალები, მიყვარს სინდისი და პატიოსნება, ქალი რომ ქალს ჰგავს და კაცი – კაცს… ქართველი კაცი ვარ და ჩემი ეროვნული სიმაყე მაქვს. ჩემი ფუძე, ჩემი წარსული და ისტორია მიყვარს.

წყარო: kvirispalitra.ge, ავტორი ხათუნა ჩიგოგიძე

Cesko