,,მდგომარეობა მოულოდნელად რადიკალურად დამძიმდა” – შოთიკოს გვერდით დგომა სჭირდება

0
422
29 Views

ანნა სააკაძე მძიმე ინფორმაციას ავრცელებს პატარა შოთიკოზე, რომელსაც სიმსივნესთან უწევს გამკლავება. ანნა წერს:

,,ძალიან სასწრაფოა. მოგესალმებით, შოთიკოს გულშემატკივრებო. ძალიან რთულ და მძიმედ გასააზრებელ გზას გავდივართ. ახლა შოთისთვის მცირე ფინანსური დახმარება უნდა გთხოვოთ. დანარჩენი ინფორმაცია კი დროდადრო დაგვეწევა და მოგაწვდით. ისე მოხდა, რომ შოთიკოს მდგომარეობა მოულოდნელად რადიკალურად დამძიმდა. გაჩნდა ორგანიზმში რამდენიმე ახალი და დიდი მეტასტაზური კერები. მკურნალობა შეწყდა. ეს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არც ერთი მკურნალობის მეთოდი მას აღარ ერგება.

ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ჩვენ დანებებას ვაპირებთ. ამ ეტაპზე ვიძიებთ ყველა არსებულ საშუალებას, თუ რაიმე იარსებებს ნებისმიერ კონტინენტზე, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ. ამ ეტაპზე ბავშვს სჭირდება ანალიზები და კვლევები, რომ ვაკონტროლოთ და შევამსუბუქოთ არსებული მდგომარეობა.
ხვალ ბავშვს დასჭირდება ექოსკოპია, რადგან დღეს საღამოს დაეწყო გაუსაძლისი ტკივილი და უნდა ინახოს სიტუაცია.

ძალიან მიჭირს ამის წერა და გთხოვთ, გამიგოთ, რომ ეს არის მაქსიმუმი, რისი თქმაც შემიძლია. ჩვენ უკვე 1 წელია ერთად მოვდივართ. გთხოვთ, რომ ამჯერადაც დავუდგეთ ამ ჯარისკაც მამაც ბიჭს, ვისაც როგორ შეგვიძლია.
განიხილება ბევრნაირი ვარიანტი (გამგზავრება თუ ბავშვის მდგომარეობამ საშუალება მოგვცა, მკურნალობის სქემის ჩამოტანა, თუ სხვა ნებისმიერი რამ). მთავარია, რომ იყოს შედეგიანი და ახლა მიდის ამ საკითხის განხილვა. მანამდე კი ამ პირველად ხარჯებში მივეხმაროთ. შოთიკოს ისე ვეიმედებით, როგორც არასდროს.  გთხოვთ, თან გავაზიაროთ, სადაც კი ხელი მიგიწვდებათ, გადააზიარეთ რა პოსტი”.
თიბისი ბანკი
#GE07TB7814545064300026
საქართველოს ბანკი #GE34BG0000000161646236
მიმღები ეთერი ნონიკაშვილი ( დედა)

Cesko