“კონსტიტუციას კიდევ ერთხელ სერიოზულად ასცდა” – გია ვოლსკი პრეზიდენტის ვეტოს შესახებ

0
118
27 Views

მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის სამართლებრივად გამართული.

“ეს არ არსი შინაარსობრივი ვეტო, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს არის ვეტოსთან ახლოს მდგომი დოკუმენტი, რომელიც, ფორმალისტური თვალსაზრისით, არის წმინდად ვეტოს მსგავსი შინაარსის შემცველი. თუ მას მართლაც მიაჩნდა, რომ ეს კანონი პრობლემატურია, რატომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები, რატომ არ ახსნა?! იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ევროპული, ვინაიდან ევროპის ღირებულებები ეფუძნება განსხვავებული აზრის პატივისცემას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე მოტივირებული შენიშვნების წარუდგენლობის გამო, კიდევ ერთხელ გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოს.

“შენიშვნების გარეშე არის კონსტიტუციის დარღვევა, არ შეიძლება ასე. პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, თუნდაც პოლიტიკური შეფასებების ნაწილიც იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ძირითადად, ვეტო უნდა ასახავდეს სამართლებრივ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ, ეს მისი ვალდებულებაა და ამ ვალდებულებას რომ არ ასრულებს ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ, სერიოზულად ასცდა. გარდა ამისა, კიდევ ნიშნავს იმას, რომ ხელს უწყობს, ამ შეუთანხმებლობის შენარჩუნებას, ვინაიდან არ უნდა, რომ ეს მუხტი დაეცეს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია უდგას სათავეში და თავად ლამობს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობას “, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Cesko