67 Views
მსახიობი ზურა ყიფშიძე გამჭვირვალობის კანონის შესახებ თავის აზრს გვიზიარებს:
„აღარ შემიძლია, შვილო, გული მაქვს გახეთქვაზე, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. არაფერი არ ღირს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად. მე ვეცადე, გავრკვეულიყავი ამ კანონის ავკარგიანობაში, ჩემი შეფასებით, ამ კანონის ქვეყნისთვის მიღება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. მე არ ვიცი, ვინ რა უთხრა ბავშვებს, ვინ გააგიჟა ასე… ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს, რა! ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ და დააავადებთ, ვისთვის ვიღებთ ამ კანონს, ან ეს ქვეყანა ვისთვის გვინდა? ძალიან მეშინია, სამოქალაქო ომი არ მოხდეს, ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, ამ ამბავს როგორ გადავიტან…“