„ბატონო რობიკ, ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო, სამარცხვინო ხართ…“ – უგულავას ზღვარსგადასული პასუხი რობერტ სტურუას

0
214
29 Views

რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ისტორიულად გრძელდება ყველაზე დიდი კონფლიქტი საქართველოში – ნიჭიერ ხალხს ებრძვის უნიჭო ხალხი”, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ისტორიულად საქართველო მისნაირ მოღალატეებს ებრძვის”.

როგორც გიგი უგულავა წერს, „რობერტ სტურუა რუსულ საფლავში მიექანება და ექაჩება საქართველოს”.

„არა ბატონო [რობიკ], ისტორიულად თქვენისთანა მოღალატეებს ებრძვის საქართველო. ხან იგებს ხან აგებს, მაგრამ თქვენისთანა გენეოლოგიურ მოღალატეებს ბოლოში მაინც ინელებს. ასე მოხდება ახლაც.

პ.ს. კი ეტყობა დღევანდელ რუსთაველის თეატრს თქვენი ნიჭიერება. ყველგან რაღაცა ხდება, თქვენთან კი წითელი ხვრინვა ისმის. სამარცხვინო ხართ. თქვენ რომ მოღალატე არ იყოთ კავკასიურ ცარცის წრეში მოქცეულ ქვეყანას ხელს გაუშვებდით ევროპისკენ. თქვენ კი რუსულ საფლავში მიექანებით და ექაჩებით საქართველოს.

არარუსულკანონს”, – წერს გიგი უგულავა.

Cesko