ვკრძალავთ ჩვენი სიმღერის „გაიღიმე“ (ზღაპრის ბოლო კეთილია) მსგავსად გამოყენებას – ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი განცხადებას ავრცელებენ

0
1165

სიმღერა „გაიღიმე“-ს სიმღერის ტექსტის ავტორი, ირმა სოხაძე და მუსიკის ავტორი, გია მაჭარაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.

ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სიმღერის მელოდია ერთ-ერთი ტელემარათონისთვის 1991 წელს გია მაჭარაშვილმა დაწერა, ხოლო ტექსტი – ათ წუთში ირმა სოხაძემ. ირმა ამ სიმღერას უფრო ნელი ვერსიით ასრულებდა, შემდეგ კი მერაბ სეფაშვილმა იმღერა საცეკვაო სტილში.

Cesko