ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ვირუსით გარდაიცვალა – რა აწუხებდა მას

0
239
20 Views

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი ვირუსით გარდაიცვალა. იგი პნევმონიის მძიმე ფორმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კლინიკა ბაუდან, გუშინ, დილით გადაიყვანეს. ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე საათში კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

33 წლის კაცი, სავარაუდოდ, ღორის გრიპით იყო ინფიცირებული. ინფორმაციას H1N1-ის შესახებ არ ადასტურებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ვირუსი იყო, თუმცა ანალიზები კვლევაზეა გაგზავნილი და პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს.

 

Cesko