30 Views
ბაბი კირკიტაძემ ახლახან ოჯახთან ერთად ბინა შეიძინა. მანამდე ის წლები ქირით ცხოვრობდა. როგორც ბაბი საუბრისას ამბობს, ამ ბინას მეგობრების დახმარების გარეშე ვერ შეიძენდა:
„მადლობა მოლოცვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვცხოვრობდით და გვქონდა ბინები, ისე გავკოტრდით, ყველაფერი დავკარგეთ და მთელი შვიდი წელი ქირით ვცხოვრობდით. დღეს არ არის მარტივი ბინის ყიდვა, მაგრამ რომ არა ჩემი მეგობრები და განსაკუთრებით დედის დაჟინებული თხოვნა, ვერ ვიყიდდი, გამორიცხული ამბავია. იპოთეკური სესხით შევიძინე დიდ დიღომში სახლი და საკუთარ ჭერქვეშ ყოველი დილის გათენება მიხარია. თან, სუფთა ჰაერზეც ვარ, თან – სამსახურთან ახლო, გადავირბენ-გადმოვირბენ…“ – ამბობს ბაბი კირკიტაძე ჟურნალ „თბილისელებთან“.