სამლოცველო კუთხე – სიწმინდეთა ადგილი სახლში, როგორი უნდა იყოს ის

0
791
28 Views

ჩვენ, როგორც ქრისტიანები, არა მარტო სულიერად, არამედ ხორციელადაც ვცემთ თაყვანს ღმერთს, ამიტომ ყველა ოჯახში უნდა იყოს სამლოცველო კუთხე, რომელსაც დიდი პატივით მოწყობა უნდა.

სამლოცველო კუთხე არის ადგილი, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება სალოცავად, მისი დანიშნულებაა, დაგვიცვას და დაგვიფაროს ბოროტი ძალებისაგან.

ხატების კუთხე აღმოსავლეთის კედელზე უნდა იყოს, ისე, რომ ლოცვისას პირით აღმოსავლეთისკენ ვიყოთ მიბრუნებულები. ამას თავისი დატვირთვა აქვს, მოციქულების თქმით, ქრისტე ხომ აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. ამ მხრისკენ მიბრუნება ითვლება მაცხოვრის მოლოდინის მუდმივ ნიშნად.

ხატების განლაგების წესი ისეთივეა, როგორც კანდლის. ჯვრის ქვემოთ მარჯვენა მხარეს მაცხოვრის ხატი დააბრძანეთ, მარჯვნივ კი – ღვთისმშობლის, ქვემოთ კი წმინდანების. დანარჩენი განლაგება თავად მორწმუნის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად გვირჩევენ მამები, რომ ასეთი იერარქია დავიცვათ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატის შემდეგ:

1) წმინდა იოანე ნათლისმცემლის,

2) წმინდა წინასწარმეტყველთა,

3) წმინდა პეტრესი და პავლესი და ათორმეტთა მოციქულთა,

4) წმინდა მღვდელმთავართა,

5) სხვა მოციქულთა და წმინდა მოწამეთა,

6) ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა,

7) წმინდა უვერცხლო მკურნალთა,

8) წმინდა იოაკიმესი და ანასი.

სალოცავ კუთხესთან ხატების გარდა შეიძლება გვქონდეს სანთელი, კანდელი, კელაპტარი, წმინდა წიგნები, ლოცვანი და ა.შ. ყველა წმინდა ნივთი, რაც კი მოგეპოვებათ, შეგიძლიათ აქ განათავსოთ.

Cesko