“მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს …” – გურამ კაშია გულშემატკივრებს მიმართავს

March 27, 09:53
0
75

მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში! – ასე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები.

რესპუბლიკის მოედანზე ზეიმი გრძელდება. ადგილზე შეკრებილებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები გერმანიაში თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

Cesko