რა სამუშაოს შესრულება უწევდა წლების განმავლობაში ილია თოფურიას, რომ შეჯიბრებებზე როგორმე გამოსულიყო? – „ბევრს ვერ ეცინებოდა, მაგრამ ეღიმებოდა…“

March 25, 09:08
0
77

ილია თოფურიამ „იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩემპიონობამდე თავის გზაზე ისაუბრა. მან გაიხსენა რა გზა გაიარა ტიტულის მოსაპოვებლად.

„პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, იმისთვის რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებზე წავსულიყავი. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც.12 წლის წინ, როცა ხალხს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ჩემი ოცნება იყო UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, ბევრს ვერ ეცინებოდა, მაგრამ ეღიმებოდა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ღმერთმა გაუნათა გონება და მისცა ეს შეხედულება. და არავის სხვას”, – განაცხადა თოფურიამ.

Cesko