საოცარი შემთხვევა – ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა, რაშიც მას ერთ-ერთი მგზავრი დაეხმარა

March 13, 14:04
0
67

Wizz Air-ის თვითმფრინავში მგზავრმა ფრენისას იმშობიარა, რაშიც მას მეორე მგზავრი დაეხმარა.

თვითმფრინავი იორდანიიდან ლონდონის მიმართულებით მიემგზავრებოდა.

ერთ-ერთი მგზავრი საბედნიეროდ ექიმი აღმოჩნდა, ის ჰასან ხანი-ა. სწორედ ჰასანი დაეხმარა ქალბატონს მშობიარობაში.

„მე უბრალოდ ჩემი პროფესიული მოვალეობა შევასრულე. მას შემდეგ, რაც ყველაფერი კარგად დასრულდა, ხალხი ტაშს გვიკრავდა, ძალიან ამაყი ვიყავი. ბორტგამცილებლების როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდი იყო – მათ ადგილზე არსებული ყველანაირი ხელმისაწვდომი და საჭირო აღჭურვილობა უმოკლეს ვადებში მოაბილიზეს” – თქვა მან.

Cesko