20 Views
“პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, რომ 16 მარტიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება.
“15 მარტამდე თბილი და მზიანი ამინდები იქნება. 16 მარტიდან კი, იქნება წვიმა ელჭექით და ტემპერატურა იკლებს. 16-17 დაიკლებს ტემპერატურა და ქარი გაძლიერდება. 18-19 მარტს, ისევ მოიმატებს, ხოლო 20-21 მარტს, კვლავ დაიკლებს 15 გრადუსამდე. მოსალოდნელია უმეტეს რაიონში 17 გრადუსი. მარტს როგორც შეეფერება, ისეთი ამინდები გვექნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, მაქსიმალური ტემპერატურა, 21 გრადუსი იყოს“,- თქვა დოდო გვაზავამ.
წყარო: primetime.ge