ახლახანს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი გარდაიცვალა

0
368
19 Views

ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას gurianews.com ავრცელებს.

ბიძინა ვასაძე 1961 წელს, სოფელ ლიხაურში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. პარალელურად უმაღლესი იურიდიული განათლებაც მიიღო.

ბიძინა ვასაძე გასული საუკუნის 90-იანი წლებში ოზურგეთის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად მუშაობდა. შემდეგ კი საგადასახადო ინსპექციაში.

2003 წლიდან კი ბიზნესსაქმიანობას შეუდგა ძმასთან, მერაბ ვასაძესთან ერთად შექმნა შპს „ვასაძის პური“ და მალე საწარმომ წარმატება და პოპულარობა მოიპოვა.

2015 წელს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ, ბიძინა ვასაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა.

Cesko