19 Views
7 მარტს „ბათუმი არენაზე“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრები მილანის „ინტერს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
თამაშს ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო რამაზ დავლაძის შვილი, რომელსაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა.
აღნიშნულისთვის რამაზ დავლაძე აჭარის მთავრობას და ფეხბურთელ ლუიშ ფიგუს მადლობას უხდის, რომელმაც მის შვილს მაისური საკუთარი ხელმოწერით აჩუქა.
„მადლობა აჭარის მთავრობას რო ესე გააბედნიერა ჩემი დემე! მადლობა ფიგუს!“, – წერს რამაზ დავლაძე.