“ნაპოლიმ”, შესაძლოა, კვარაცხელია დააჯარიმოს; საბოლოო სიტყვა დე ლაურენტისზეა“ – რას წერს უცხოური მედია

0
145
18 Views

Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ,შესაძლოა, ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, დააჯარიმოს.

„პარტენოპეის“ ახალმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, ქართველი 67-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც, კვარამ უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

„ხვიჩა კვარაცხელიამ მსგავსი რამ უკვე გააკეთა. ეს “ჯენოასა” და “ნაპოლის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ “კვარა” იტალიურად კარგად არ ლაპარაკობს, მატჩის ბოლოს შეცვლით უკმაყოფილო იყო და თქვა: “ეს რატომ გააკეთე?!”.
“ბარსელონასთან” ქართველი უკვე კალცონამ გააღიზიანა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ

აღნიშნა, რომ მისთვის გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გუნდია.
ახლა სიტუაციას აურელიო დე ლაურენტისი შეაფასებს და გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა კვარაცხელია”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კალცონამ ხვიჩა სერია ა-ს წინა ტურში, „კალიარისთან“ მატშიც, თამაშის 73-ე წუთზე შეცვალა.

Cesko