VIDEO: 13 წლის გოგოს გამაოგნებელი ჩვენება, რომელიც უმძიმეს დანაშაულს აღწერს – „კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება აიძულა“

0
488
21 Views

“კურიერმა” დღეს არასრუწლოვანი გოგოს ჩვენება მოიპოვა, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულს აღწერს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი “კურიერს” უმძიმესი დანაშაულის დეტალებს უყვება.

23 წლის მამაკაცმა 13 წლის გოგოს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა აიძულა. მოზარდის მიმართ შანტაჟი ამით არ დასრულებულა. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, მამაკაცმა არასრულწლოვანს მოსთხოვა სხვადასხვა სახის სექსუალური ქმედების ტელეფონით გადაღება, მათ შორის კბილის ჯაგრისის გამოყენებით.

“კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა დაზარალებულის ჩვენება, სადაც ის ზრდასრული მამაკაცის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის დეტალებს აღწერს.

დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 23 წლის მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. ის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა. საქმის მთავარი მტკიცებულება დაკავებულის მობილური ტელეფონია, სადაც გამომძიებლებმა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე მუქარის შემცველი მიმოწერა იპოვეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ 23 წლის მამაკაცი ამ მეთოდით სხვა არასრულწლოვნებსაც აშანტაჟებდა, რის გამოც, შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაზარალებულის დედამ მას შემდეგ მიმართა, რაც მოზარდი იძულებული გახდა მომხდარის შესახებ მშობლისთვის ეთქვა. საჩივარში ქალი წერს, რომ მის არასრულწლოვან შვილს მამაკაცი სოციალურ ქსელში გაეცნო და ასაკის მიუხედავად, მას სექსუალური სცენების გადაღებას აიძულებდა.

ბრალდებულმა იცოდა, რომ გოგონა სკოლის მოსწავლე იყო. ამას ადვოკატიც არ უარყოფს, მიუხედავად ამისა, დაკავებულის ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ 23 წლის მამაკაცს დაზარალებული სრულწლოვანი ეგონა.

დაცვის მხარის პოზიციას ეწინააღმდეგება გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის შანტაჟის შემცველი მიმოწერა, ფოტოები და ვიდეო ჩანაწერები. თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სხვა ახალი ამბები:

“დიდი ტრაგედიაა” – ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული მუსიკოსი გარდაიცვალა

ვიდეო : “ცეცხლი დაანთეს სცენაზე” – გოჩა ჩერტკოევის და მისი მეუღლის აქამდე უცნობი “სამბა”

(ვიდეო) „ჩვენი ქართველი მეცნიერი“ – როგორ სწავლობს გოჩა ჩერტკოევის რძალი ქართულს

ვიდეო: ვინ არის სალომე ჭაჭუას მეწყვილე ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და რატომ აღარ იღებს ის ქართულ პროექტში მონაწილეობას

რამდენიმე წუთის წინ დღევანდელი მიწისძვრის დროს გადაღებული, შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა  (ვიდეო)

უდიდესი ტრაგედია – ლეგენდარული ფეხბურთელი გარდაიცვალა

,, გვამზადებენ კატასტროფული ავადობისთვის, სრული ჩაკეტვისთვის და განადგურებისთვის” – ლალი მოროშკინა

„ყველაზე მეტი კითხვა „ბოიფრენდზეა“ – შორენა ბეგაშვილი საყვარელი მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს

7-ბალიანი მაგნიტუდის… – ბიძგები რამდენიმე ქვეყანაში იგრძნობოდა – სად მოხდა მიწისძვრა და დეტალები

🎥”17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, თინეიჯერი ვიყავი, როდესაც დედა გავხდი…” – თიკა ფაცაცია მეუღლეზე, ოჯახსა და ადრეულ ასაკში დაოჯახებაზე (ვიდეო)

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

„სიმღერა მამამ ისრაელში, 90-იან წლებში ჩაწერა“- თემურ წიკლაურის დაბადების დღეზე მისი ქალიშვილი ამ დრომდე უცნობ მამის სიმღერას აქვეყნებს

Cesko