„სიმღერა მამამ ისრაელში, 90-იან წლებში ჩაწერა“- თემურ წიკლაურის დაბადების დღეზე მისი ქალიშვილი ამ დრომდე უცნობ მამის სიმღერას აქვეყნებს

0
1414
36 Views

22 იანვარს მომღერალ თემურ წიკლაურის დაბადების დღეა. დღეს მას 78 წელი შეუსრულდებოდა.

მამის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისმა ქალიშვილმა, ქეთევან წიკლაურმა ამ დრომდე უცნობი სიმღერა გამოაქვეყნა.

სამწუხაროდ, სიმღერის მხოლოდ აუდიოვერსია არსებობს, ჩანაწერი ქეთევანს მამის მეგობარმა ისრაელიდან მიაწოდა.

„თვითონ სიმღერა მამამ ჩაწერა ისრაელში, 90-იან წლებში, შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვდა შემდეგ, რომ ეს სიმღერა არსებობდა…

ავტორის გვარიც კი არ ვიცით – რომანი ისრაელიდან.

ვფიქრობ, თემურის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ძალიან მოეწონებათ ეს სიმღერა.

დავარქვი „ჩემო სიცოცხლე!’“ – წერს ქეთევან წიკლაური სოციალურ ქსელში.

Cesko