„რამე დაგაკელით?… იქნებ ზედმეტი ვარ და საერთოდ არ ვარ საჭირო, მაგრამ სწიოპა, რაჭველი და ასე შემდეგ …“ – რამ და ვინ გაანაწყენა ბესო ზანგური, რომელმაც უკმაყოფილება ვეღარ დამალა?

0
1288
45 Views

მსახიობი ბესო ზანგური უკმაყოფილოა იმით, რომ საახალწლო კონცერტებზე არ მიიწვიეს. ის ,,ფეისბუქით” მიმართავს ,,ქართულ ოცნებას” და წერს:

,,არ მესმის, თავი მაქვს გადაკლული, სრული ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით ,,ქართული ოცნებისთვის”, იქამდე გადავაკვდი, რომ ლიბერალებმა პირველი მე დამარტყეს და ჩემი წლობით, სისხლით და ჯანმრთელობის ფასად შექმნილი როლები მომიხსნეს, ისე გამაშავეს. ნუთუ ის ხალხი უფრო გამოსააჩენია ახალი წლის ღონისძიებაზე, რომელიც 24/7-ზე გაგინებენ ენით აუწერელი სიტყვებით, ხოტბას ასხამენ მკვლელ და ნაძირალა განუბაჟებელ საქონელს, მიხეილ სააკაშვილს! მათ უნდა მისცეთ თანხა, რომელიც ჩემი 3 წლის ხელფასს უდრის ერთ ღამეში და მე თბილისში კი არა, საქართველოს არც ერთი ქალაქის ღონისძიებაში არ უნდა ვიყო ჩართული…

მაქვს ამის ამბიცია, რადგან კარგად ვიცი ჩემი ფასი პროფესიული თვალსაზრისით! რამე დაგაკელით? ესეც სახლი ხომ არ არის ან რაიმე პროექტი? ნუთუ არ შეიძლება ჩემი პროფესიით გავაკეთო საქმე ისე, როგორც მართლა ეკადრება სცენას? პროფესიონალიზმს მიწუნებთ, გემოვნებას თუ ვერ ვხვდები, რა ხდება? იქნებ ზედმეტი ვარ და საერთოდ არ ვარ საჭირო, მაგრამ სწიოპა, რაჭველი და ასე შემდეგ, ვინც ღონისძიებაში ჩართეთ და დააკავეთ, არა მგონია, ჩემზე უკეთესი წარმოსადეგი იყვნენ სცენიდან.

სააკაშვილის დროს წავიყვანე საახალწლო ღამის შოუ რიყეზე და ახლა რა ხდება? იცით, ჩუმად რომ ვარ, არ ნიშნავს, რომ თმენის ვალდებულება მადევს გასაღებდაკარგული ბოქლომივით”

სხვა ახალი ამბები:

📷 ახალი კადრები, თემურ ქეცბაიას შვილის გრანდიოზული ქორწილიდან, რომელიც კვიპროსზე გაიმართა

ცნობილია – რატომ იმყოფებოდა სააკაშვილის მოძღვარი მოსკოვში

“რა ნაწილ-ნაწილ მერჩი უფალო?! მგლიჯე ბარემ ერთიანად დამაგუთენტრაკე და და დეისვენე”– რა შეემთხვა ირინა სარიშვილს

„მეგობრის ცოლს მესიჯი გაუგზავნა და…” – ცნობილი გახდა კაცის, ვინაობა, რომელმაც მეგობარ სამხედროს 7 ტყვია დაახალა და ადგილზე მოკლა

 

VIDEO: „სვანის პირველი ღამე“ – ბესო კვიციანის ანეკდოტი სოციალურ ქსელს იპყრობს

„სურვილები არ მაქვს, აღარ ვენდობი არავის, ჩავკეტე…“ – ოჯახის დანგრევამ გიორგი ყიფშიძეზე ძალიან იმოქმედა

VIDEO: „ვმალავდით, მაყურებლისთვის და ნინისთვისაც…“ – ნახეთ, როგორ მიულოცეს ნინი ბადურაშვილს დაბადების დღე

Cesko