35 Views
საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ფრანგული მედია წერს, შემთხვევა ქალაქ ტულონში, 17 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა ქმარი გაგუდა.
მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მასზე ძალადობა უარყო.
ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ხუთ შვილი ჰყავს, ყველა მცირეწლოვანი ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
სხვა ახალი ამბები:
“9 ვარსკვლავი”-რომელ წელს ხართ დაბადებული,გაიგე სიმართლე შენს შესახებ. სიზუსტე გაგაოცებთ!
მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, ონის მერია დაარბია და ინვენტარი დააზიანა