რას ჰყვება დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე, რომელსაც თურქმა ექიმებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს – ბოლო ინფორმაცია

0
2003
70 Views

მსა­ხი­ო­ბი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი გუ­შინ თურ­ქე­თი­დან თბი­ლის­ში ჩა­მოფ­რინ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსა­ხი­ო­ბი მძი­მე სენს ებ­რძვის და 4-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ე­ბის შემ­დეგ მას თურ­ქმა ექი­მებ­მა შინ დაბ­რუ­ნე­ბის ნება დარ­თეს. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი, პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გვიყ­ვე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და რაც ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა, სიმ­სივ­ნურ­მა კე­რებ­მა შემ­ცი­რე­ბა და­ი­წყო.

“სოსო გუ­შინ ჩა­მოფ­რინ­და თურ­ქე­თი­დან. მას ექი­მე­ბის კე­თი­ლი ნე­ბის გამო მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა წა­მო­სუ­ლი­ყო და გა­რე­მო გა­მო­ეც­ვა­ლა. სოსო რამ­დე­ნი­მე თვეა, სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­შია, რაც გარ­და იმი­სა, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ძნე­ლია, დიდ ფი­ნან­სურ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სო­სომ რამ­დე­ნი­მე ქი­მია გა­ი­კე­თა, შემ­დეგ სა­კონ­ტრო­ლო ანა­ლი­ზე­ბი ჩა­უ­ტარ­და და თურ­ქი ექი­მე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან იმით, რომ მათ­მა ძა­ლის­ხმე­ვამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო – სიმ­სივ­ნის კე­რე­ბი არა მარ­ტო და­კონ­სერვდა, არა­მედ შემ­ცი­რე­ბუ­ლიც კია. მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით მი­დის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სო­სოს არ გა­მო­უშ­ვებ­დნენ. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­მო­ეშ­ვათ, მაგ­რამ ექი­მებ­მა ჩათ­ვა­ლეს, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ად­გილ­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი. სოსო იან­ვრის ბო­ლომ­დე თბი­ლის­ში ჩა­ი­ტა­რებს ორ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, შემ­დეგ პა­სუ­ხებს გა­და­აგ­ზავ­ნი­ან სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­ში და იმის მი­ხედ­ვით გა­და­წყვე­ტენ, რა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. რო­გორც ვიცი, სა­უ­ბა­რია 2 მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე – შე­იძ­ლე­ბა გა­უგ­რძე­ლონ ქი­მია, ან გა­და­იყ­ვა­ნონ აბებ­ზე.

სო­სოს ძა­ლი­ან დიდი სა­მე­გობ­რო ჰყავს, ყვე­ლა­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ მის ამ­ბავ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს­გან, სა­მი­ნის­ტრო­დან და მე­რი­ი­და­ნაც აქვს მხარ­და­ჭე­რა და ეს რომ არა, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ხარ­ჯებს ის ვერ გაწ­ვდე­ბო­და.

სო­სოს უკვე ვე­სა­უბ­რე, ბევ­რად პო­ზი­ტი­უ­რი და საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა აქვს, წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა, და­ახ­ლო­ე­ბით 5კგ.- მდე (53 კი­ლოგ­რა­მი ჰქონ­და დაკ­ლე­ბუ­ლი და ამის ამო­წე­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლია). თურქ ექი­მებს აქა­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლა მო­უ­წი­ათ. სოსო აღ­ნიშ­ნავს, რომ კლი­ნი­კა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მკურ­ნა­ლობს და რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გულ­სატ­კე­ნია, მათ შო­რის ბევ­რია ბავ­შვი. ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი მად­ლი­ერ­ნი არი­ან იმით, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს სრუ­ლად აფი­ნან­სებს, ლი­მი­ტი შე­უ­ზღუ­და­ვია. ვინც იქ მკურ­ნა­ლობს, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი არი­ან. ახ­ლაც, სოსო და ირმა თბი­ლის­ში რომ წა­მო­ვიდ­ნენ, გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი წა­მო­უ­ღეს მათ, ვინც იქ გა­დი­ოდ­ნენ მკურ­ნა­ლო­ბას და ახლა თბი­ლის­ში აგ­რძე­ლე­ბენ.

სო­სოს­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა, თან ახა­ლი წე­ლია კარს მომ­დგა­რი. სხვა­თა შო­რის, ერთი თვეც არაა, მას შვი­ლიშ­ვი­ლი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა მე­ო­რე ვა­ჟის­გან, რო­მე­ლიც სო­სოს არც ენა­ხა (რაც სამ­კურ­ნა­ლოდ წა­ვი­და, მას შემ­დეგ გაჩ­ნდა). დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სო­სო­ზე ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს მისი დიდი სა­ახ­ლობ­ლო წრე, იქეთ რა­ღა­ცას იხუმ­რებს… სო­სოს ექი­მებ­მა შე­უქ­მნეს გან­წყო­ბა, რომ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ რად­გან კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ნა მო­უ­წია, ამან მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, ეტყო­ბა, ეჭ­ვებ­ში ჩა­ვარ­და, რომ საქ­მე რთუ­ლად იყო. ურ­ჩი­ეს, შე­გიძ­ლია წას­ვლა, მაგ­რამ რად­გან დი­ნა­მი­კა პო­ზი­ტი­უ­რია, ბა­რემ მას მივ­ყვეთ და უმ­ჯო­ბე­სია დარ­ჩეო. მა­ინც გა­ნი­ცა­და… ახლა ყვე­ლა­ფე­რი მას­ზე პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა – ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, შვი­ლე­ბი, იუ­მო­რი, ყვე­ლა­ფე­რი წა­ად­გე­ბა. სოსო ხომ ზო­გა­დად ვაჟ­კა­ცი კა­ცია და არის საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზე, არ არის დათ­რგუ­ნუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, ის მად­ლი­ე­რია ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც გვერ­დში უდ­გას, გულ­შე­მატ­კივ­რობს, მად­ლი­ე­რია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­საც, მაგ­რამ იქ მა­ინც თავს იკა­ვებ­და კო­მენ­ტა­რე­ბის­გან, მეს­მის მისი… სო­სოს არას­დროს ეკლდა მად­ლი­ე­რე­ბის გან­ცდა, მაგ­რამ ამ ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, რომ იტყვი­ან, ყვე­ლას მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა­ში დნე­ბა, ვინც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სა­დაც არ უნდა მოვ­ხვდე, დღე ისე არ გავა, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ჩე­რე­ბენ და მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­კი­თხე­ბი­ან. მეც ყვე­ლას ვი­ნა­ო­ბას ვე­კი­თხე­ბი (ვი­წერ ხოლ­მე), მერე სო­სოს ვუ­რე­კავ და ვუყ­ვე­ბი. ისე უხა­რია, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ეს მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი თე­რა­პია მგო­ნია…

 

სხვა ახალი ამბები:

მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, ონის მერია დაარბია და ინვენტარი დააზიანა

ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდესი ქართველი კინორეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და სახალხო არტისტი – ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდესი ქართველი კინორეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და სახალხო არტისტი – ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

“რადგან ასეთ პრობლემად გვექცა, გადავწყვიტეთ, რომ…”- დათი ქოქრაშვილის დედა მოქალაქეებს კითხვით მიმართავს (ვიდეო) – დიდი თხოვნაა გავეცნოთ და დავეხმაროთ რჩევით

Cesko