“ამ მკვდარ პოლიტიკურ ველზე გაიელვა რამდენიმე საყურადღებო მოვლენამ: პრობლემის გაცნობიერება პრობლემის თავიდან აცილების შესაძლებლობაა. გავაანალიზოთ და ვიფხიზლოთ!!!”- მაია ნიკოლეიშვილი

0
687
19 Views

ბოლო სამი კვირის მანძილზე თითქოს ჩამკვდარი იყო ქართული პოლიტიკური პროცესი; თითქოს დამარცხდა და “გაფარჩაკდა” ოპოზიცია, თითქოს გადაიფიქრა “მაიდანი” და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
კმაყოფილი “ხახა-ხიხი” ჰქონდა პოზიციას. . .
ამ მკვდარ პოლიტიკურ ველზე გაიელვა რამდენიმე საყურადღებო მოვლენამ:
-ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, უცებ, ევროსაბჭოს კანდიდატობის მიღების პოზიტიური რეკომენდაცია “გამოცხვა”, როგორც “ობლის კვერი ცხვაო, ცხვაო, გვიან გამოცხვაო” და მოჰყვა ზეიმი- (ყურადღების გადატანა და მოდუნება)!!! . . . (სტატუსი კი, სავარაუდოდ, 15 დეკემბერს იქნებაო).
-ვაი-პრეზიდენტმა პუტინის და სი ძინ პინის დაჭერაზე თავისი ოცნება გაამჟღავნა, თან უცხოურ მედიაში!
-ახალმა ელჩმა, დანიგანმა, ერთთვიანი “ამერიკული ღიმილი-გრიმასა” გან-და-გან-ით შეცვალა: საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობა “დაიწუნა”; ისევე, როგორც, რამდენიმე დღის შემდეგ, ანუ, გუშინწინ, სი ძინ პინს ისევ დიქტატორს უწოდებს აშშ-ს “ჩერნენკო”-ბაიდენი!!!
გარეთ და გარშემო უფრო მძაფრადაა საქმე:
-სომხეთში საფრანგეთიდან იარაღი შედის . . .
-აზერბაიჯანს აშშ-ში სომხეთზე თავდასხმას უანონსებენ, აზერბაიჯანის ხელისუფლება გაოცებულია. სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პროცესი დაპაუზდა.
-რეჯეფ თაეფ ერდოღანი წარმოუდგენელ, აგრესიულ განცხადებებს აკეთებს აშშ-ს პროტეჟეს-ისრაელის მისამართით;
-დაღესტანში უკრაინიდან მართული ანტისემიტიზმის ისტერია აგორდა (პროცესის მართვის ავტორობა აღიარა პონომარიოვმა).
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინის პროექტი იხურება . . . უკრაინის პროექტს გასაღებების ასხმასავით “აკიდებული” აქვს მოლდოვა და საქართველო!!!
საქართველოში კი ფსევდოლიბერალებს მეორე ფრონტის ინიცირების, ანუ, რეალურად სამხრეთ კავკასიის ქაოტიზაციის პროცესის თავკაცობა აქვთ დავალებული!!!
უკრაინის პროექტის “ჩაკეცვამდე” მოკლე დრო რჩება და მოულოდნელად, ჩამკვდარი ქართული ოპოზიციური ფლანგი ცოცხლდება:
-“მაიაკი” წიმურ ალასანიას გზავნილია, აშშ-ში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს, სოფო ჯაფარიძის ემიგრანტებთან ხვევნის ფონზე.
-“ელვა დეპეშა”: “თბილისი. მამუკა ხაზარაძეს. სასწრაფოდ!”: “გამოცხადეთ “საქართველოს დაცვის აქტი”!!! სასწრაფოდ!!!”
“საქართველოს დაცვის აქტი” რუსული ენის სინტაქსისით, ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტია, ძალიან სახასიათო იმპერატიული ტონალობით! ტექსტის შემდგენელის აზროვნების სტილი რუსული წინადადებების წყობას ავლენს. მისი ფსიქოტიპია: ბაზისური-ისტეროიდი, ისტრუმენტალურად და კომუნკაციაში-ეპილეპტოიდი.
ოპოზიციის რეალური არაფორმალური მმართველი სცენაზე ღიად გამოჩნდა!!!
. . . ოპოზიციის მთავარმა ოლიგარქმა “ფანტომასის” ნიღაბი მოიხსნა და სახე გამოაჩინა! სხვა გზა აღარ დარჩა? ალბათ- პროექტი “უკრაინა” ხომ იხურება და ეს ყველაზე თვალსაჩინოდ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ჩანს!
რუსული ლიბერალური ფლანგის “მამებს” და რუსეთიდან დასავლეთში “პერებეჟჩიკებს” ასე ადვილად არ “ეთმობათ” აშშ-ს მილიარდობით დოლარი და რუსეთის ოფიციოზის პოლიტიკის და ინტერესების საპირისპირო თამაშს- “ცხელ სამხრეთ კავკასიას” აღვივებენ,
რაც წარმოადგენს ჩინეთის, თურქეთის, ირანის, ოფიციალური რუსეთის, აზერბაიჯანის და თვით საქართველოს დღევანდელი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას,
რაც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ჩვენისთანა პატარა ქვეყნების სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაპირობას!!!
“საქართველოს დაცვის აქტი” ღიად ავლენს ოფიციალური რუსეთის საწინააღმდეგო და საქართველოს გასაუბედურებელ პოსტულატებს, და ზუსტად იმეორებს 90-იანების “უკვდავ კარტინკას”: “ძიძიგური რკინიგზის რელსებზე”!!!
საქართველოს გაუბედურების ახალ 2023-ის “აქტში” პირდაპირ იკითხება სააკაშვილის მთავრობის მიერ რუს მფლობელებზე გასხვისებული ენერგოობიექტების ფუნქციონირების შეზღუდვის მოთხოვნა, რასაც მომენტალურად მოჰყვება შედეგი-საქართველოში ენერგომატარებლების სადისტრიბუციო კომპანიებისგან ენერგომატარებლების შეწყვეტა, ენერგეტიკული და ეკონომიკური კოლაფსი, სრული საინფორმაციო ვაკუმი და “კარგად დავიწყებული” ცივი და მშიერი ზამთრები!!!
მამუკ ბატონო, ეს უნდა ლელოს?!!!
ქართველ ხალხს ეს არ უნდა, ბატონო მამუკ!!!
არც ომი, არც დაღუპულები, არც არეული კავკასია არ უნდა ქართველ, აზერბაიჯანელ, სომეხ ხალხს!!!
ჩანს, რომ ჩქარობენ ქართველი და გადამთიელი მტრები!!!
. . . ის “მილოვიდნი” ბიჭიც ამ “სვიაზკაშია”, რაჭის ტყეში ნადირობის ლიცენზიაზე ლამის რომ გადაიჭრა ვენები? გუშინ ყველა იმას კითხულობდა, ეს ბიჭი რას აპროტესტებსო.
ააა, გატესტეს?!!!! ხო, ნუუუ, გასაგებია!!!
ჩქარობენ. 23 ნოემბერი კი აქვთ ჩვევად . . . ყოველ შემთხვევაში, 15 დეკემბრამდე შეეცდებიან, არიონ, აკი, ნიღაბმოხსნილმა ლიბერალმა ოლიგარქმა ღიად განაცხადა, რომ “გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია”, რუსეთის გასავეშებლად, მეორე ფრონტის ასაგიზგიზებლად და პროექტ “უკრაინა-ზელენსკი”-ს გადასარჩენად!!!
პრობლემის გაცნობიერება პრობლემის თავიდან აცილების შესაძლებლობაა.
გავაანალიზოთ და ვიფხიზლოთ!!!

მაია ნიკოლეიშვილი, სამედიცინო ექსპერტი; სოციალური ქსელი

სხვა ახალი ამბები:

91 წლის ბებოს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

„ზურაბიშვილი როგორი მართმადიანიცაა, ისეთივე პოლიტიკოსი აღმოჩნდა“ – გოგა ხაინდრავა

 

როგორია ახლა კოსტა სანიკიძის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოდან

(ვიდეო) ” სირცხვილია, კინაღამ დახოცეს ერთმანეთი ჩემოდნების გამო…“ – „შავ პარასკევს“ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

თემურ ალასანია: რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება?

 

 

ქალაქი, რომელიც მზის სინათლეს 66 დღის განმავლობაში ვეღარ იხილავს და რატომ

10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს – მოიშორეთ ისინი!

ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ

დედასთან შეხვედრა 2 წლიანი განშორების შემდეგ და კლასელი გოგონას რეაქცია, რომელიც აგატირებთ (ვიდეო)

 

Cesko