საბერძნეთის კლინიკებში დასაქმებული 14 ქართველი ემიგრანტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა რაც ქართველმა ქალმა ისინი პოლიციაში დაასმინა – დეტალები

November 17, 17:44
0
1634

ათენის კლინიკებში დასაქმებული 14 ქართველი ემიგრანტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მათმა თანამემამულემ პოლიციაში დარეკა და სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ ისინი არალეგალურად მუშაობდნენ და ამით, სხვებს ართმევდნენ სამუშაო ადგილებს.

როგორც ემიგრანტები tv პირველს უყვებიან, პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, სასამართლო პროცესზე კი ყველაფერი მათ სასარგებლოდ გადაწყდა და ისინი გაათავისუფლეს.

„არავის არ უკითხავს პასპორტი თუ გვქონდა, ჩაცმაც არ მაცალეს, დაგვადეს ხელბორკილები და 14 ქალი გამოგვიყვანეს… ეს ქართველი ქალბატონი, წინ მოუძღოდა პოლიციელებს“, – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

კიდევ ერთი დაკავებული აღნიშნავს, რომ მოსამართლემ თავად მომჩივანი გაამტყუნა.

„მიზეზი ის იყო, რომ ესენი მუშაობენ და ჩვენ ვერაო. სასამართლომ ძალიან კარგად ჩაიარა, რადგან მოსამართლემ პირიქით, ის გაამტყუნა, რომ ამხელა, 500 საწოლიან საავადმყოფოშიო როგორ დარჩით უმუშევარი, თუ 6 საათში ერთხელ ენაცვლებით ერთმანეთსო“, – ამბობს ემიგრანტი.

ქართველი ემიგრანტები აღნიშნულ საავადმყოფოში მოხუცებს უვლიან.

წყარო: spnews.io

სხვა ახალი ამბები:

“თამამად რომ იტყვი – “საუკეთესო წყვილი” – ლიზა ჩიჩუასა და ირკალი მაქაცარიას რომანტიკული კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს (ფოტო-ვიდეო)

 

როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ბოლო ინფორმაცია

“ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ აშშ-ში ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად ჩამოვედი და არც კი ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე” – ალექსანდრე ზაზარაშვილი

“დაიხარა, ფეხსაცმელზე წრიაპს შევკრავო და თურმე, რა ჰქონდა ჩაფიქრებული” – ხელის თხოვნა ზღვის დონიდან 5054 მეტრზე: ვინ არის წყვილი, რომელიც ერთმანეთს მთამ დააკავშირა

„ზღვის ხედი და მყუდრო ბინა ნეაპოლში…“ – ნახეთ სად ცხოვრებენ ხვიჩა და ნიცა იტალიაში

ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა – ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ

ფოტოები : ნიცას ძალიან ჰგავს – ნახეთ როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას სიდედრი

Cesko