რა ღირს ხვიჩა კვარაცხელიას და მისი მეუღლის სამოსი?! სხვებს Dior და Louis Vuitton ეცვათ, ნიცამ და კვარამ ნაკლებად ცნობილი ბრენდები აარჩიეს

0
1076
37 Views

გუშინ საფრანგეთში, პარიზში, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა – სასტუმრო “შატლემ” “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა. ქართველების ყურადღება კი ამ საღამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.

საღამოს ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ესწრებოდნენ, როგორებიც ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანი და სხვები არიან. ცერემონიალზე განსაკუთრებული ყურადღება სტუმრების ჩაცმულობასაც ექცევა, ამის მაგალითია დევიდ ბექჰემი, რომელმაც არჩევანი Dior-ზე გააკეთა. მან და კილიან მბაპემ ერთი და იგივე სამოსი მოირგეს, განსხვავება მხოლოდ ფერი იყო.

რაც შეეხება ოქროს ბურთის მფლობელს, მესიმ Louis Vuitton მოირგო.

ქართველმა ფეხბურთელმა, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე შეაჩერა. ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს კი Alex Perry-ის შავი სადა კაბა ეცვა. მათ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე მოახერხეს, რომ იდეალურად წარმდგარიყვნენ ათასობით მაყურებლისა და გულშემატკივრის წინაშე.

წყარო: marao.ge

ამავე თემაზე:

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ნიცასთან ერთად (ვიდეო)

სხვა ახალი ამბები:

 

 

 

 

 

VIDEO: ხმაური აშშ-ის სენატში – დემონსტრანტებმა ბლინკენს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს

ნატა ფერაძე არ იზიარებს ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას ახალ იდეას

“ხოდა, თქვენ თქვენს საკეთებელს უკეთ რომ გააკეთებთ და საკუთარ ოსკარებზეც დადგებით, მერე ისროლეთ ქვა” – რას წერს თინა ხიდაშელი?

 

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

 

Cesko