ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია – სააკაშვილი მადლობას უხდის და ეროვნულ გმირად აცხადებს გრიგორიადისს, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა, – ამის შესახებ გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი ზერეკიძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს მადლობა გადაუხადა. ზერეკიძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი ახალგაზრდის ცხოვრება მხოლოდ იმიტომ დაინგრა, რომ ისინი განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდნენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
„ცინიზმის და უტიფრობის მწვერვალია – სააკაშვილი მადლობას უხდის და ეროვნულ გმირად აცხადებს გრიგორიადისს, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა და მე 14 წლის ბავშვი, წვრილმანი ხულიგნობისთვის სახელმწიფო დამნაშავედ გამომაცხადა და 10 წელი ციხე მომისაჯა. უამრავ ახალგაზრდას ცხოვრება დაუნგრია მხოლოდ იმისთვის რომ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავდნენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სტუდენტებს, რომლებიც ნაც.მოძრაობის რეჟიმის გაპრავებაში არ იყვნენ ჩართული დევნიდნენ და მომავალს უსპობდნენ. აღარაფერს ვამბობ იმ უდანაშაულო ახალგაზრდებზე, რომლებიც მისმა რეჟიმმა წამებით მოკლა…“ – წერს ზერეკიძე Facebook-ზე.
სხვა ახალი ამბები:
🎥 “ერთ-ერთი პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე იქნება საუბარი…” – გოგა მანიას წინასწარმეტყველება