“დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას” – დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე

0
1256
29 Views
­რად მე­დი­ცი­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ მი­თებს ამ­სხვრევს. ამ­ჯე­რად, თე­ლია კი­დევ ერთ მო­უ­ლოდ­ნელ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა და ამ­ბობს, რომ დღე­ში სამი-ოთხი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა ადა­მი­ანს ინ­სულ­ტის­გან იცავს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ზაზა თე­ლი­ამ მკი­თხველს სხვა სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბიც გა­უ­ზი­ა­რა. – ბა­ტო­ნო ზაზა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენს პოს­ტებს ყო­ველ­თვის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ ყა­ვით – რაზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობთ, რომ უნა­ლე­ქო ყავა რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, მათ შო­რის ინ­სულ­ტის­გან იცავს ადა­მი­ანს? – კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ყავა გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავს ადა­მი­ა­ნებს. მაგ­რამ, აქვე უნდა ვი­სა­უბ­როთ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. დღე­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მაქ­სი­მუმ 3-4 ჭი­ქის მირ­თმე­ვა, რად­გან კო­ფე­ი­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც არ არის სა­სურ­ვე­ლი. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რანტს, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ ზაზა თე­ლი­ას, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ მისი ფე­ის­ბუქ-სტა­ტუ­სე­ბის გამო, რომ­ლი­თაც ის ხში­რად მე­დი­ცი­ნა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ მი­თებს ამ­სხვრევს. ამ­ჯე­რად, თე­ლია კი­დევ ერთ მო­უ­ლოდ­ნელ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა და ამ­ბობს, რომ დღე­ში სამი-ოთხი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა ადა­მი­ანს ინ­სულ­ტის­გან იცავს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ზაზა თე­ლი­ამ მკი­თხველს სხვა სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბიც გა­უ­ზი­ა­რა. – ბა­ტო­ნო ზაზა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენს პოს­ტებს ყო­ველ­თვის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ ყა­ვით – რაზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობთ, რომ უნა­ლე­ქო ყავა რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, მათ შო­რის ინ­სულ­ტის­გან იცავს ადა­მი­ანს? – კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ყავა გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავს ადა­მი­ა­ნებს. მაგ­რამ, აქვე უნდა ვი­სა­უბ­როთ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. დღე­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მაქ­სი­მუმ 3-4 ჭი­ქის მირ­თმე­ვა, რად­გან კო­ფე­ი­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც არ არის სა­სურ­ვე­ლი. ნა­ლე­ქი­ა­ნი ყა­ვაც ით­ვლე­ბა სა­სარ­გებ­ლოდ, მაგ­რამ შე­და­რე­ბით “მძი­მეა”… ამ დროს რის­კია პი­რის ღრუს და­ზი­ა­ნე­ბის, კბი­ლებ­ზე ნა­დე­ბის სა­ხით, ასე­ვე კუ­ჭის­თვის უფრო მძი­მედ ასათ­ვი­სე­ბე­ლია. ამი­ტომ უნა­ლე­ქო სჯობს, რა თქმა უნდა.
– მე­დი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი გვირ­ჩევს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი მი­ვი­ღოთ, ნა­წი­ლი კი თვლის, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნაც იქო­ნი­ოს ორ­გა­ნიზ­მზე – თქვენ რას გვირ­ჩევთ? – წყა­ლი რომ სა­სარ­გებ­ლოა, ორი აზრი არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ გა­აჩ­ნია სე­ზონს, ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­უ­რო­ბას, აღ­ნა­გო­ბას, სქესს – ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. დღე­ში ორი ლიტ­რი წყლის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის უსაფრ­თხო და სა­სარ­გებ­ლოა. ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფრო მე­ტია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.
თუ ადა­მი­ა­ნი არ არის ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი, დღე­ში 1.5-2 ლიტ­რი წყა­ლი უნდა და­ლი­ოს. თუ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რია, შე­იძ­ლე­ბა ეს რა­ო­დე­ნო­ბა 3-4 ლიტ­რამ­დეც გა­ი­ზარ­დოს
მე მა­გა­ლი­თად 16 წლის ასა­კი­დან 3-4 ლიტრს წყალს ვი­ღებ, ვცხოვ­რობ ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით და ჯან­მრთე­ლად და კარ­გად ვგრძნობ თავს.
– პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ერ­თგვარ მო­და­დაც კი იქცა D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა, რა­საც თქვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გა­მოკ­ვლე­ვე­ბის გა­რე­შე, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით D ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა? – ამა­ზე ბევ­რი სპე­კუ­ლა­ცია და მი­თე­ბი არ­სე­ბობს. დ ვი­ტა­მი­ნის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის სა­ხით მი­ღე­ბა არა­ნა­ი­რი რე­კო­მენ­და­ცია არ არის. ერ­თა­დერ­თი, ორ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია რა­ქი­ტის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. ორი წლის შემ­დეგ კი, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით მი­ღე­ბის რე­კო­მენ­და­ცია, თუნ­დაც სე­ზო­ნუ­რად არა­ნა­ირ სა­მე­დი­ცი­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას არ ეფუძ­ნე­ბა. ამი­ტომ არა­ვის ვურ­ჩევ, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თოც კი იყოს ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ყო­ფი­ლა მა­გა­ლი­თე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნებს D ვი­ტა­მი­ნის ზე­დო­ზი­რე­ბაც მოს­ვლი­ათ. და­ა­ნე­ბეთ თავი ამ “მა­ხინჯ მო­დას”, ამით პა­ცი­ენტს სარ­გე­ბე­ლი არ ექ­ნე­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ავ­ნოთ. D ვი­ტა­მი­ნის მო­ჭარ­ბე­ბამ ორ­გა­ნიზ­მში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს – ტოქ­სი­კო­ზი, ურტი­კა­რია, ჰი­პერ­კალ­ცე­მია, თირკმე­ლებ­ში კენ­ჭე­ბი, სის­ხლძარ­ღვებ­ში კალ­ცი­ფი­კა­ტე­ბი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა და ა.შ.
თე­ლი­ას თქმით, ამ პა­ცი­ენ­ტმა ოჯა­ხის ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ორ­ჯერ მი­ი­ღო D ვი­ტა­მი­ნი “საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ” და და­ე­წყო მწვა­ვე ურტი­კა­რია (ჭინჭრის ცი­ე­ბა)
ზო­გა­დად ანა­ლი­ზის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­ზეც რომ ვიმ­სჯე­ლოთ: ჩვენ­თან ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის 99 პრო­ცენ­ტი არას­წო­რად წერს – ანა­ლიზ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ D ვი­ტა­მი­ნი 30 ნა­ნოგ­რა­მის ზე­ვით ით­ლე­ბა ნორ­მა­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლად, რაც არას­წო­რია, რე­ა­ლუ­რად 20 ნა­ნოგ­რა­მი და მეტი ით­ვლე­ბა ნორ­მად. ამი­ტომ თუ ადა­მი­ანს 20-ის ზე­ვით აქვს D ვი­ტა­მი­ნი, შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ რომ ნორ­მა­შია და არ სჭირ­დე­ბა და­ნა­მა­ტის მი­ღე­ბა. თუ 20-ზე ნაკ­ლე­ბია, თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი კურ­სი უნდა ჩა­ი­ტა­როს და მორ­ჩა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კი არ უნდა სვას?! – რას გვე­ტყვით იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რე­ბელ პრე­პა­რა­ტებ­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე სვამს და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­საც ას­მევს? – იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, თუ ვინ­მე ამას ამ­ბობს, მას ელე­მენ­ტა­რუ­ლად ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გია არ ეს­მის. ეს ინ­ფორ­მა­ცია “ფე­ი­კია”, ასე­თი ტი­პის და­ნა­მა­ტე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის მოხ­მა­რე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და შე­იძ­ლე­ბა სა­ხი­ფა­თოც კი იყო. მათ­გან სარ­გე­ბე­ლი არა­ვის არ ექ­ნე­ბა.
არ ვურ­ჩევ ადა­მი­ა­ნებს რომ ვი­ტა­მი­ნე­ბი, მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბი და და­ნა­მა­ტე­ბი იმ მიზ­ნით მი­ი­ღონ, თით­ქოს იმუ­ნი­ტეტს იძ­ლი­ე­რე­ბენ
იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვა მარ­ტი­ვია, ეს არის ცხოვ­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბა, თამ­ბა­ქო­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბა, პა­სი­უ­რი მო­წე­ვის­თვის თა­ვის არი­დე­ბა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ძილი, მეტ­ნაკ­ლე­ბად ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა – ესე­ნია რაც ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტეტს აძ­ლი­ე­რებს. – აკ­ნეს შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი და სან­ჯღ­რე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამან კანს უშ­ვე­ლოს? – არა, რა თქმა უნდა, საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი აკ­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ესეც არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რად­გან მსგავ­სი პრე­პა­რა­ტე­ბი აკ­ნეს დროს ნორ­მა­ლურ, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ ინიშ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სან­ჯღ­რებს, და­გე­თან­ხმე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და აკ­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ წარ­სულ­ში, მა­ნამ­დე სა­ნამ გა­მოჩ­ნდე­ბო­და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­რე­გა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. თუმ­ცა, ე.წ. სან­ჯღ­რე­ბი 30 წლის წინ ჩა­ბარ­და წარ­სულს და არა­ე­ფექ­ტუ­რია.
– აკ­ნეს დროს რო­მე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას უკ­რძა­ლავთ პა­ცი­ენტს? – აკნე არ გახ­ლავთ კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა, ესეც მი­თია. აკ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში არ შე­დის და დღეს არ­ცერ­თი დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცია არ მო­უ­წო­დებს ექიმს, რომ ამ დროს პა­ცი­ენტს დი­ე­ტა და­უ­ნიშ­ნონ. – ამ დროს რა­ცი­ო­ნი­დან ნი­გო­ზის ამო­ღე­ბაც მი­თია? – დიახ, მი­თია. აკ­ნეს შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტებს არ ვუ­ნიშ­ნავ დი­ე­ტას, რად­გან ეს არ არის კუჭ-ნაწ­ლავ­თან და კვე­ბას­თან კავ­შირ­ში. არ­სე­ბობს კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თუმ­ცა მათი რი­ცხვი ძა­ლი­ან მცი­რეა. ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რად და­ის­ვას დი­აგ­ნო­ზი. – მარ­თლა არ­სე­ბობს ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­ღე­ბაც კანს აა­ხალ­გაზ­რდა­ვებს? – კა­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა რო­მე­ლი­მე საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბით ასე­ვე მი­თე­ბის სფე­როს წარ­მო­ად­გენს. ჯან­მრთე­ლი და კარ­გად მოვ­ლი­ლი კანი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ორი ფაქ­ტო­რით: მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი და არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი და­ბე­რე­ბა. კანი ყვე­ლა­ზე დიდი ორ­გა­ნოა ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში და რო­გორც ყვე­ლა ორ­გა­ნო ბერ­დე­ბა, ისე ბერ­დე­ბა კა­ნიც – ეს არის არა­მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­დი და­ბე­რე­ბა და ამას ვე­რა­ფერს ვუ­ზამთ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­დი­ფი­ცი­რე­ბად და­ბე­რე­ბას, ამ დროს იგუ­ლის­ხმე­ბა ის გა­რე­ფაქ­ტო­რე­ბი რაც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს კან­ზე და და­ბე­რე­ბას აჩ­ქა­რებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში რჩე­ვე­ბი მარ­ტი­ვია, თუ ადა­მი­ანს სურს ნა­ად­რე­ვად არ და­ბერ­დეს, არ ჰქონ­დეს გა­მო­ნა­ყა­რი, ვურ­ჩევ:
  • მო­ე­რი­დეთ მზე­ზე ყოფ­ნას
  • სე­ზო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი
  • არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბევ­რი პრო­დუქ­ცია სა­ხე­ზე, შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ხი­ფა­თოც კი იყოს!
  • მო­ი­წეს­რი­გეთ ძი­ლის რე­ჟი­მი
  • იკ­ვე­ბეთ ჯან­სა­ღად და ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლად
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა
  • და­ი­ცა­ვით კა­ნის მოვ­ლის რუ­ტი­ნა: და­ბა­ნა, და­ტე­ნი­ა­ნე­ბა და მზის­გან დაც­ვა ყო­ველ­დღი­უ­რად.
– და­სას­რულს, პან­დე­მი­ა­ზე გკი­თხავთ, რა რჩე­ვებს მის­ცემთ მო­სახ­ლე­ო­ბას? – პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნაა, პირ­ბა­დე, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, და­ტე­ნი­ა­ნე­ბა, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა, ტან­საც­მლის ხში­რი რე­ცხვა, სახ­ლში მის­ვლის შემ­დეგ გა­მოც­ვლა და ფეხ­საც­მე­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა გა­რეთ
აქვე გე­ტყვით, რომ მხო­ლოდ ხე­ლე­ბის და­ბა­ნა არ არის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა, დღე­ში ორ­ჯერ პი­რიც უნდა და­ი­ბა­ნოთ, იმი­ტომ რომ სა­ხე­ზეც გროვ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის ვირუ­სის გა­მომ­წვე­ვი პა­თო­გე­ნე­ბი
წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახლა ზამ­თრის პე­რი­ო­დია და სხვა წლებ­ში მუდ­მი­ვად ცირ­კუ­ლი­რებ­და გრი­პის ვირუ­სი ახლა კი ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა. დავ­სვათ კი­თხვა, სად გაქ­რა გრი­პი? – იმი­ტომ არ გვხვდე­ბა, რომ გავ­რცე­ლე­ბა არ აქვს, ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ვი­დის გამო ჰი­გი­ე­ნას იცა­ვენ, პირ­ბა­დეს ატა­რე­ბენ და გრი­პი ვერ გავ­რცელ­დე­ბა. ეს არის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა ვირუ­სებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. – ვაქ­ცი­ნა­ზე რა აზ­რის ხართ? – ვაქ­ცი­ნე­ბი კვლე­ვის ფა­ზა­შია. მე რო­გორც კლი­ნი­ცის­ტი, მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბი კვლე­ვე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებს, რომ კარ­გად შევ­ძლო მათი ანა­ლი­ზი, იმის მი­ხედ­ვით შე­ფას­დეს, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხოა. ჯერ­ჯე­რო­ბით სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ამ ვე­რაგ ვირუს­თან ბრძო­ლას სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვაგ­ვა­რე­ბი­ნებს. ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი ეფექ­ტუ­რი მო­ნა­პო­ვა­რია და ამა­ზე უა­რის თქმა არას­წო­რია. წყარო: ambebi.ge სხვა ახალი ამბები:
“ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები
 
,, ქართველები არიან თავიანთი ხელისუფლების მძევლები, ისევე როგორც პალესტინელები არიან ჰამასის მძევლები” – ფადი ასლი
 
იესო ქრისტეს სისხლის ანალიზი -მართლმადიდებლობის საოცრება (ვიდეო)
 
“მოდის მიწისძვრები, ათასი უბედურება და…” – გავრცელდა მამა გაბრიელის აქამდე უცნობი წინასწარმეტყველება
 
VIDEO: რა ხდება სანზონაში, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
 
“ამ ვიდეოს აქვეყნებენ პალესტინელები: აი როგორ უვლიდა ისრაელში ჰამასი ბავშვებს” -„ჰამასი“ ჩვილების მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს- რა ვიდეოს ავრცელებს თეონა ცხომელიძე
 
ამ წყვილის საქციელმა მსოფლიო აალაპარაკა – რა გააკეთა წყვილმა, როდესაც ფესტივალზე “ჰამასის” ტერორისტები დაესხნენ თავს
Cesko