“არ გავმათხოვრებულვარ”- როგორია რეზო ქათამაძის ცხოვრება დღეს

0
911
41 Views

ახლა მუ­შა­ო­ბა ერთ როლ­ზე და­ვას­რუ­ლე. კი­ნო­ში გა­და­მი­ღეს, კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რია ჩა­მო­სუ­ლი და ფილმზე ამიყ­ვა­ნა. “ფორ­ტუ­ნა პლუ­სი“ ჰქვია სუ­რათს. თა­ვი­დან თით­ქოს უარი ვთქვი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა და­მარ­წმუ­ნა – თქვენ უნდა იყო­თო. ძა­ლი­ან დარ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის როლი ვი­თა­მა­შე, რო­მელ­საც თა­ვის პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი აქვს,“ – გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე, რო­მელ­საც კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი აქვს შექ­მნი­ლი. არა­ერთ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­შიც უთა­მა­შია…

მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი კი კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლის “ცხე­ლი ძაღ­ლი“ შემ­დეგ გახ­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ელ რეზო ქა­თა­მა­ძის როლი შე­ას­რუ­ლა.

ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია. ვსა­უბ­რობთ კა­რი­ე­რა­ზე, ნა­თა­მა­შევ როლ­ზე, თე­ატრზე, კი­ნო­ზე და ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც მას ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რო­ბი­სას ვი­ღა­ცამ უნე­ბარ­თვოდ გა­და­უ­ღო…

 ცოტა ხნის წინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ვი­ღა­ცამ ფოტო უნე­ბარ­თვოდ გა­და­გი­ღოთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა და სა­ო­ცა­რი წარ­წე­რა გა­უ­კე­თა. ამ ფაქ­ტმა ადა­მი­ა­ნებ­ში თქვენ მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბა გა­ა­ჩი­ნა, რა­საც კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მო­ხა­ტავ­დნენ. რო­დე­საც ნა­ხეთ ფოტო, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია?

– რო­გორც ჩანს, ვი­ღაც ბავ­შვმა ჩუ­მად გა­და­ი­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა. სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა – “ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს, ქარ­თუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ავ­ტო­ბუ­სით არ უნდა მგზავ­რობ­დეს“ და რა არ წა­ვი­კი­თხე. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ხან ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი და მოვ­დი­ო­დი, ხან ფე­ხით, ხან მან­ქა­ნით, ხან ტაქ­სით… მაგ­რამ ახლა ისე­თი სა­ცო­ბე­ბია, ავ­ტო­ბუ­სის გარ­და სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი. სწო­რად გა­მი­გეთ, ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა ამ დროს ბევ­რად ხელ­საყ­რე­ლია. გა­ვოც­დი, როცა ამა­ზე მთე­ლი ამ­ბა­ვი ატყდა. “უი, გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლა”, უი, ასე, უი, ისე… რა­ტომ ვარ გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლი, ასე დავ­დი­ვარ, ასე გა­და­ვად­გილ­დე­ბი, ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა. იმ კო­მენ­ტა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ტყვი, თუ ვინ­მემ იცის, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­რო, მი­თხრას. შე­ვეც­დე­ბი ისე ვიყო… მაგ­რამ ისიც არის – ყვე­ლას ვერ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი, რა ვქნა…

ფოტო: “სქ­რი­ნი “ტიკ-ტოკ­ზე” გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

– დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ­თან ფო­ტოს რო­გორც პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ობ­თან დღემ­დე იღე­ბენ, მაგ­რამ ეს თქვენ­თან შე­თან­ხმე­ბით და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც ხდე­ბა…

– რომ ეთ­ქვა, ვი­ღე­ბო, თუ ჩემი ასე­თი ფოტო უნ­დო­და, უფრო ტრა­გი­კულ სა­ხეს მი­ვი­ღებ­დი. თან, გა­სა­ო­ცა­რი მუ­სი­კა და­ა­დო, ისე­თი, რომ ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­მი­რე­კა, ხომ ცო­ცხა­ლი ხარო?!. არის გა­საბ­რა­ზე­ბე­ლი, მაგ­რამ არ ვბრა­ზობ და არ ვჩხუ­ბობ, რად­გან ვე­რა­ფერს შეც­ვლი…

– და­ვუბ­რუნ­დეთ თქვენს საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ას… ბავ­შვო­ბი­დან გინ­დო­დათ მსა­ხი­ო­ბო­ბა?

– ბავ­შვო­ბა­ში დავ­დი­ო­დი თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე, კი მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა. ისე, ყვე­ლა ადა­მი­ან­ში არ­სე­ბობს თა­მა­შის სურ­ვი­ლი, მით უმე­ტეს ბავ­შვო­ბა­ში… მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ეკო­ნო­მი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, რად­გა­ნაც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბის დრო რომ მო­ვი­და, თქვეს, ეს ძა­ლი­ან მსუ­ქა­ნი და დი­დია, ვინ მი­ი­ღებ­სო. ამან რა­ღაც გული ამიც­რუა… მერე ეკო­ნო­მი­უ­რი­დან სა­ბუ­თე­ბი მა­ინც თე­ატ­რა­ლურ­ში გა­მო­ვი­ტა­ნე, გა­მი­მარ­თლა და ჩა­ვა­ბა­რე. და­ვამ­თავ­რე კი­ნო­სა და თე­ატ­რის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი.

– რამ­დე­ნად გა­მარ­თლდა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი?

– თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში წინა თა­ო­ბის ნათ­ქვა­მი, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ვინც აბა­რებ­და, ასე­თი იყო – სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში თავი ჯერ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გგო­ნია, მერე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, მერე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი და რომ და­ამ­თავ­რებ, ხვდე­ბი, რომ არ­ტის­ტო­ბა უნდა და­ი­წყო”… ზუს­ტად ასეა, გზა თვი­თონ უნდა გა­იკ­ვლიო, იმოღ­ვა­წო, თუ ამ საქ­მეს მოღ­ვა­წე­ო­ბას და­ვარ­ქმევთ…

– დღეს­დღე­ო­ბით თე­ატ­რის შტატ­ში არ­სად ხართ?

– არ­სად და არც ვყო­ფილ­ვარ. მიწ­ვე­ვით კი თით­ქმის ყველ­გან მი­თა­მა­შია… შტატ­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამის გამო არა­ვის­თან მივ­სულ­ვარ და მი­თხო­ვია, მი­მი­ღეთ-მეთ­ქი. ისე, რე­ა­ლუ­რად არც ვიცი, ეგ რო­გორ ხდე­ბა… ჩემს დროს გა­ნა­წი­ლე­ბა არ იყო, რომ სად­მე მოხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი და მერე გზა იქი­დან გა­მეკვლია… რომ ჩა­ვა­ბა­რე კოტე სურ­მა­ვას ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი და დათო დო­ი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე.

– მგო­ნი, ყვე­ლაფ­რის კომ­პენ­სა­ცია სე­რი­ა­ლი “ცხე­ლი ძაღ­ლი” აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნათ. თე­ატ­რში რო­ლე­ბი მი­წყო­ბი­თაც რომ გე­თა­მა­შათ, შე­საძ­ლოა, ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არც ყო­ფი­ლი­ყა­ვით.

– სხვა­თა შო­რის, ეს კი­ნოს, ეკ­რანს ახა­სი­ა­თებს. შე­იძ­ლე­ბა სცე­ნა­ზე არა­ფე­რი ითა­მა­შო, კი­ნო­ში ერთი როლი და პო­პუ­ლა­რო­ბით იმას გა­უს­წრო, ვინც თე­ატრს შე­ა­ბერ­და. “ცხელ ძაღლს“ რთულ პე­რი­ოდ­ში ვი­ღებ­დით, როცა ქვე­ყა­ნა­ში არც ისე და­ლა­გე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო… მა­ნამ­დე კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი­ნო­ში უკვე მქონ­და – „ნუ­ცას სკო­ლა­ში“ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა გა­და­მი­ღო. გა­და­ღე­ბამ 4 წელი გას­ტა­ნა, რად­გა­ნაც და­ფი­ნან­სე­ბა რთუ­ლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლი იყო.

მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ ამ სე­რი­ალ­ზე და­მი­ძა­ხეს… ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, დათო ბე­ში­ტა­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც „ცხელ ძაღლში“ ასე­ვე თა­მა­შობს, მი­თხრა, – კას­ტინგზე მო­დიო. 2-ჯერ მი­ვე­დი, არ დამ­ხვდნენ, გა­დამ­ღებ ჯგუფს უკვე მე­სა­მედ შევ­ხვდი და და­მამ­ტკი­ცეს.

– რო­დე­საც გა­ი­გეთ, პო­ლი­ცი­ე­ლის როლი უნდა გე­თა­მა­შათ, ამას რო­გორ შეხ­ვდით?

– მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ასე­თია, ყვე­ლა როლს უნდა მო­ერ­გო და და­თან­ხმდე. თან როცა დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ხარ, რა­საც გთა­ვა­ზო­ბენ, გი­ხა­რია. ისე, თა­ვი­დან კი ვთქვი, კარ­გი, რა პო­ლი­ცი­ე­ლი-თქო? მაგ­რამ მერე როლი იმ­დე­ნად გა­ვი­თა­ვი­სე, რომ პო­ლი­ცი­ა­ში სამ­სა­ხუ­რიც კი შე­მომ­თა­ვა­ზეს. კი, ასე­თიც მოხ­და…

– და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყა­ვით…

– დღემ­დე ქუ­ჩა­ში ასე მხვდე­ბი­ან – გა­მარ­ჯო­ბა, ბა­ტო­ნო რეზო. ქა­თა­მა­ძე­ე­ბი რამ­დე­ნი ხართ? არა, მე ვა­სი­კო ბახ­ტა­ძე ვარ, მაგ­რამ ისე­თი სა­ხით მი­ყუ­რე­ბენ ხოლ­მე, ხან­და­ხან არ ღირს ამის თქმა. ისე ასე აღ­გიქ­ვამს, მი­სი­ა­ნად და ჩვე­უ­ლებ­რივ გე­ლა­პა­რა­კე­ბა. მერე ვი­ღაც მე­ტყვის, – შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თან სუ­რა­თი გა­და­ვი­ღო? და­გემ­შვი­დო­ბე­ბი­სას კი – აბა, კარ­გად, ბა­ტო­ნო რეზო და გა­ი­ცი­ნებს. ვი­ღა­ცე­ბი რე­ვაზ შალ­ვო­ვიჩს მე­ძა­ხი­ან. ხალ­ხის­გან ასე­თი ყუ­რა­დღე­ბა და სით­ბო მო­დის.

– თქვენს პარტნი­ორ­თან, მსა­ხი­ობ ჟან­რი ლო­ლაშ­ვილ­თან, სე­რი­ალ­ში ზა­ხა­რიჩ­თან მუ­შა­ო­ბამ რა და­გი­ტო­ვათ?

– თა­ვი­დან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რომ და­ვი­ნა­ხე, სირ­ცხვი­ლის­გან ვიწ­ვე­ბო­დი… დიდი მსა­ხი­ო­ბია. იგი­ვე შე­მიძ­ლია, ვთქვა გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა­ზეც. რა­ღა­ცებს ისე გვას­წავ­ლიდ­ნენ, ისე გვაძ­ლევ­დნენ მა­გა­ლი­თებს, რომ არ არ­სე­ბობს იმას რა­მე­ზე არ და­ე­ფიქ­რე­ბი­ნე.

ერთხელ სა­ნამ კადრს და­ა­ყე­ნებ­დნენ, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვის­ხე­დით, იქ გოგო შე­მო­ვი­და, ბი­ჭე­ბი არ გავ­ნძრე­ულ­ვართ. მისი შე­მოს­ვლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღეთ. უეც­რად ბა­ტო­ნი ჟან­რი წა­მოდ­გა და მოდი, შვი­ლო და­ჯე­ქიო. სირ­ცხვი­ლის­გან სად წავ­სუ­ლი­ყა­ვით, არ ვი­ცო­დით. ამ საქ­ცი­ე­ლით, იმ­დე­ნი რამ გვას­წავ­ლა, რა გი­თხრათ. მერე წაგ­ვიყ­ვან­და, ხან ხინ­კალს გვაჭ­მევ­და, ხან ლუდს გვას­მევ­და…

გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვას­გა­ნაც ბევ­რი სით­ბო მახ­სოვს, ერთხელ გა­და­ღე­ბი­სას, ტექ­ნი­კუ­რი ნი­უ­ან­სი ისე თბი­ლად, ტკბი­ლად, მე­გობ­რუ­ლად ამიხ­სნა, ეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­რჩა რო­გორც მა­გა­ლი­თი ჯერ ურ­თი­ერ­თო­ბის და მერე პრო­ფე­სი­უ­ლი ხერ­ხის უმ­ცრო­სი კო­ლე­გის­თვის გა­ზი­ა­რე­ბის. დიდი ადა­მი­ა­ნი იყო. ამას უფ­რო­სი თა­ო­ბა, ვინც იქ მუ­შა­ობ­და, იმ­დე­ნად მაგ­რად აკე­თებ­და, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გა­დამ­დე­ბი იყო. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა. მათი ბუმ­ბე­რა­ზო­ბაც ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. გა­მი­მარ­თლა, რომ მათ გვერ­დით მუ­შა­ო­ბა მი­წევ­და.

– თე­ატრს და­ვუბ­რუნ­დეთ – ისე, რა­ტომ უნდა ყვე­ლა მსა­ხი­ობს ჰამ­ლე­ტის თა­მა­ში და ახლა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ ეს როლი, თუ ითა­მა­შებთ?

– კი, რა­ტომ­ღაც ასეა, ჰამ­ლე­ტის თა­მა­ში ყვე­ლას უნდა… თე­ატ­რა­ლურ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ჰამ­ლე­ტის ტი­პა­ჟი ხარ, ისიც ასე­თი­ვე გა­რეგ­ნო­ბის, დიდი, მსუ­ქა­ნი, სათ­ვა­ლი­ა­ნი იყოო… ჰამ­ლეტს სხვა ენერ­გია სჭირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მაგ­რამ ჯო­ბია, ეს როლი 19 წლის ბიჭ­მა ითა­მა­შოს, ვიდ­რე ასა­კით უფ­როს­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მსა­ხი­ობ­მა. ყვე­ლა როლს თა­ვის ასა­კი აქვს…

– თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა თე­ატ­რით რომ იყოს მთლი­ა­ნად მო­ცუ­ლი, ალ­ბათ ისურ­ვებ­დით?

– კი, ალ­ბათ… ხომ ამ­ბო­ბენ, დიდი და პა­ტა­რა როლი არ არ­სე­ბობ­სო. მეც ასე მგო­ნია. ვი­ღა­ცა­ზე იტყვი­ან ხოლ­მე, ეპი­ზოდ­ში იყო, მაგ­რამ ისე­თი გას­ვლა ჰქონ­დაო, – კი, ლე­გენ­დე­ბის მჯე­რა…

– ცნო­ბი­ლია, რომ თქვე­ნი პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი გაქვთ და ამით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, რად­გან ცხოვ­რე­ბამ ასე მო­ი­ტა­ნა. ადა­მი­ა­ნი დღეს რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ ერ­თმა­ნეთ­თან ათავ­სებს…

– ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ჩვენ­თან არ არის იმ­დე­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბის მო­თხოვ­ნებს მო­ე­რიო. რა­საც შეძ­ლებ, უნდა აკე­თო. თუ არა­და, უნდა იარო, იძა­ხო, მა­გა­რი ვარ და როლი არ გქონ­დეს, სამ­სა­ხუ­რი არ გქონ­დეს, ასე რო­დემ­დე გაძ­ლებ?! კი, პა­ტა­რა ბიზ­ნეს­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, არის მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც ჩემი მე­გობ­რი­საა, სა­დაც ერ­თად ვშრო­მობთ.

– გყავთ ვაჟი, მარ­თა­ლია, ჯერ პა­ტა­რაა, მაგ­რამ ხომ არ უთ­ქვამს, რომ მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მო­ვი­დეს?

– მაქ­სი­მე 8 წლის არის. კი, უნდა მსა­ხი­ო­ბო­ბა. წა­მო­ი­ზარ­და, რა­ღა­ცებს უყუ­რებს და მოს­წონს. ვნა­ხოთ, რას იზამს. მსა­ხი­ო­ბო­ბას ვურ­ჩევ­დი თუ არა? ვურ­ჩევ­დი, რა­ტო­მაც არა. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში მეც თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის და მაქ­სი­მეც ასე იქ­ნე­ბა, როცა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას გა­და­წყვეტს..

 

ambebi.ge

 

სხვა სიახლეები:

Cesko