41 Views
გოგა ხაინდრავამ ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივა შეაფასა. ამ თემაზე კინორეჟისორმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ქართველი პრაგმატიკოსი ხალხი კიკუ ვაშაძეს და ხაბეიშვილს ხელისუფლებას მისცემს? ეგენი ხომ ვერ იტანენ ერთმანეთს, ყველანი. ხაბეიშვილი და კიკუ ვაშაძეც ვერ იტანენ ერთმანეთს. მე ეგ ზუსტად ვიცი, ამაში ეჭვი არ მეპარება. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ყველამ ყველაფერი იცის. შავი ჭირივით ვერ იტანენ [ერთმანეთს]. შეიძლება ხაბეიშვილს მამუკა ხაზარაძე მოსწონდეს? გამორიცხულია. იმიტომ, რომ შურით სკდება, რომ უყურებს. ჯაფარიძე და ხაზარაძე კი ფინანსური თაღლითები არიან და პოლიტიკური პარტია იმისთვის შექმნეს, რომ თავისი თაღლითობისგან ეხსნათ თავი. ვინ გაერთიანდება „ლელოს“ გარშემო?“, – განაცხადა ხაინდრავამ.